უცხოური მედია

ენტონი ბლინკენი: არ ვიცით, როგორ განვითარდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული უკრაინა სცენაზე გაცილებით დიდხანს იქნება, ვიდრე პუტინი

Nusagi

ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება. ის გაგრძელდება, ვიდრე საბოლოო წარმატებას არ დავინახავთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი ცდილობდა, საკუთარი სამხედრო ძალების და ეკონომიკის სიძლიერე დაემტკიცებინა.

„რუსეთი ცდილობდა, უკრაინისთვის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა წაერთმია. ეს ჩაიშალა. ის ცდილობდა, დაემტკიცებინა თავისი სამხედრო ძალების და ეკონომიკის სიძლიერე. ჩვენ კი საპირისპიროს ვხედავთ. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ომის დანარჩენი ეტაპი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა სცენაზე გაცილებით დიდხანს იქნება, ვიდრე ვლადიმერ პუტინი. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება. ის გაგრძელდება, ვიდრე საბოლოო წარმატებას არ დავინახავთ“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაში გუშინ ჩავიდნენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,456 ნახვა
%d bloggers like this: