პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ზელენსკიზე: რა გამოდის? რუსეთის მხრიდან ოკუპირებული საქართველოსი არ ესმის, რომელმაც უკრაინას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარი დაუჭირა და ჰუმანიტარული დახმარებით პირველი აღმოჩნდა და აზერბაიჯანის ესმის?

Nusagi

,,ხომ არ დაგვიკონკრებდა პატივცემული, აზერბაიჯანის პოზიციას, რომელიმე საერთაშორისო რეზოლუციასთან მიმართებაში, ან თუნდაც რეზოლუციის უბრალო,მხარდამჭერ განცხადებას?!” -ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ აზერბაიჯანის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ქადაგიძე წერს, სამწუხაროა, როდესაც ინტერესები ხასიათის მიხედვით იცვლება, თან განსაკუთრებით ასეთი უბედურების ჟამს.

,,ანუ რა გამოდის? რუსეთის მხრიდან ოკუპირებული საქართველოსი არ ესმის, რომელმა საქართველომაც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარი დაუჭირა უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარებით რაოდენობრივად პირველი აღმოჩნდა მეგობარი ქვეყნის გვერდით და აზერბაიჯანის ესმის? ხომ არ დაგვიკონკრეტებდა პატივცემული, აზერბაიჯანის პოზიციას, რომელიმე საერთაშორისო რეზოლუციასთან მიმართებაში, ან თუნდაც რეზოლუციის უბრალო,მხარდამჭერ განცხადებას?! ჩვენ დაბალი ღობე ვართ, თუ რაიმე ანომალიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე?! P.S სამწუხაროა, როდესაც ინტერესები ხასიათის მიხედვით იცვლება, თან განსაკუთრებით ასეთი უბედურების ჟამს.” წერს Facebook-ზე ანალიტიკოსი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,642,011 ნახვა
%d bloggers like this: