პოლიტიკა

კუკიაზე მიცვალებულებს აქვთ მშვიდობა, მაგრამ სიცოცხლე არ ჩქეფს, როგორც ჩვენთან- გვაქვს ყველაფერი, მაგრამ არაფერს ვფლობთ, ცოცხლად გარდავიცვალეთ

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ რამდენიმე სასაფლაოზე იმყოფებოდა და ყველგან სამარისებრი სიჩუმე, საოცარი სიმწვანე და მცენარეების თავბრუდამხვევი სურნელი იდგა. მეგი გოცირიძე ამ სიმშვიდეს ჩვენს ყოფას ადარებს და ამბობს, რომ დღეს ეს ყველაფერი გვაქვს, მაგრამ სიცოცხლეში გარდაცვლილებს ვგვავართ.

„ადრე გავედი სასაფლაოზე, ძალიან აგრესიული გამხადა ბოლო პერიოდის სისასტიკემ , როგორც აქ, ისე უკრაინაში და ვცდილობ არ ვეკონტაქტო ადამიანებს, არც პოლიციას , რომელიც ყველა ფეხის ნაბიჯზე მაფერხებს და როგორც მინიმუმ, დაუმორჩილებლობისთვის დამადებს ან ხელბრკილს, ან უდიდეს ჯარიმას…იმის თქმა მინდოდა, რომ სამ სხვადასხა სასაფლაოზე ვიყავი, ყველგან სამარისებური სიწყნარეა , არის საოცარი სიმწვანე, ირგვლივ ნაძვის მტვრის თავბრუდამხვევი სურნელი ტრიალებს, ყველა მეორე საფლავის გვერდით აყვავებულია ულამაზესი ფერის იასამნები, რომლის სუნიც მანქანიდან გადმოსვლისთანავე ცხვირში გიღუტუნებს და ისე უახლოვდები შენიანის საფლავზე აყვავებულ ყვითელ ტიტებს, ვერ ამჩნევ, კონკრეტულად კუკიის სასაფლაოს ამ ნაწილში არის 10 000-მდე ადამიანი, რომელიც ერთ დროს იყო ცოცხალი, ამ წუთას ისინი ცხოვრობენ საკუთარ სახლებში, საოცარ სიმშვიდეში, სიმწვანეში, ქვასთან უდგათ ღვინო, არ აკლიათ სტუმარი და პურ-მარილი, მასპინძელი სულ სახლშია, დღეს სტუმრებს ელოდებიან , ხვალიდან ისევ დაისვენებენ, გარეთ გასვლა არ სჭირდებათ, თითქოს ყველაფერი აქვთ და რაც მთავარია აქვთ მშვიდობა, ოღონდ სიცოცხლე არ ჩქეფს იმ კონკრეტულ ადგილას, იქ არის სულისშემძვრელი , ” გამაყრუებელი” სიჩუმე ისევე , როგორც ჩვენთან… ჩვენთან, რომლებიც თითქოს სიცოცხლეშივე გარდავიცვალეთ , თითქოს გვაქვს ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი, ოღონდ არ ვფლობთ არაფერს …. სიცოცხლეშივე გარდავიცვალეთ?- არა, უბრალოდ ყველანი ერთად ავდექით და საკუთარი ნებით, მოვკვდით !

თავისუფლებამიშას“,-წერს მეგი გოცირიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,195 ნახვა
%d bloggers like this: