უცხოური მედია

ლოიდ ოსტინი: გვინდა, რუსეთი იმდენად დასუსტებული ვიხილოთ, რომ ვეღარასდროს შეძლოს ისეთი რამ, როგორიც უკრაინაში შეჭრაა

Nusagi

„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა დარჩეს სუვერენულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც შეძლებს საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დაცვას, გვინდა, რუსეთი იმდენად დასუსტებული ვიხილოთ, რომ ვეღარასდროს შეძლოს ისეთი რამ, როგორიც უკრაინაში შეჭრაა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, უკრაინაში ვიზიტისა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან 3-საათიანი საუბრის შემდეგ, ჟურნალისტებთან. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ოსტინის თქმით, დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში, თუკი ამ ქვეყანას შესაბამისი მხარდაჭერა ექნება.

„გამარჯვების პირველი ნაბიჯი არის იმის რწმენა, რომ მოგება შესაძლებელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათ [უკრაინელებს] შეუძლიათ მოიგონ, თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა, საჭირო მხარდაჭერა და ჩვენ ვაპირებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უკრაინაში ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად ჩავიდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,175,935 ნახვა
%d bloggers like this: