პოსტები სოციალური ქსელიდან

რა გარეწარი უნდა იყოს კაცი, რომ ეს სიმშვიდე ნერვებს გიშლიდეს და გვამებით მოფენილ ბაღებზე და ქუჩებზე მიგიწევდეს გული

Nusagi

სახლისაკენ მიმავალი, ბუკიას ბაღში ჩამოვჯექი ცოტა ხნით. ამინდიც ისეთი იყო, როგორიც შეეფერება ჩვენი, მართლმადიდებელთათვის უპირველეს და უდიდეს დღესასწაულს-აღდგომას. დედები და უმეტესად ბებიები თავიანთ პირმშოებს დასდევდნენ.ზოგი ჩემსავით იჯდა სულის მოსათქმელად. კუთხეში კამათელს აგორებდნენ. ახალ დაგებულ ფილებზე მტრედები დაღუღუნებდნენ და ა.შ.ფანტანის ხმაურიც არ იყო შემაწუხებელი.

დღეს,სადაც გაიხედავ-უკრაინინს დროშა ფრიალებს და მეც წამიღო ფიქრებმა და…მაპატიე უფალო ასეთმა აზრმა რომ გამიელვა აღდგომა დღეს. რა არაადამიანი, გარეწარი და სიბოროტის განსახიერება უნდა იყოს კაცი,რომ ეს სიმშვიდე ნერვებს გიშლიდეს და გვამებით მოფენილ ბაღებზე და ქუჩებზე მიგიწევდეს გული, რაც აუცილებლად მოყვება საქართველოს ომში ჩაბმას.

ის მასხარა რომ მოგვიწოდებს კიევიდან, რაღაც გამართლება შეიძლება მოუძებნო, რაღაც პატარა. მაგრამ, თვალების ბრიალით და კატეგორიული ტონიგთ შენივე თვისტომი რომ იგივეს გეუბნება, ეს უკვე ეშმაკისგანაა.

ასეთ უმძიმეს ფიქრებში წასულმა,ვერც გავიგე ჩემი მეგობრის მოსალმება. მერე სულ ახლოს მოვიდა და -“რეზო, ვინმემ ხომ არ გაგაბრაზა ან რამე ცუდი ამბავი ხომ არ გაიგეო?

ჯერ მოვუბოდიშე და მერე ვუამბე ყველაფერი. სამხედრო ოფიცერია კაცი. 5 წუთი ხმა ვერ ამოიღო და მერე ასეთი რამ მითხრა-ჩემი გჯერავსო?კი მეთქი. მაშინ წყნარად იყავი, ეგ არ მოხდებაო.

შენ პირს შაქარი მეთქი,-წერს რეზო რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,172 ნახვა
%d bloggers like this: