პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველა პატიმარს უნდა გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება – მე მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი სხვადასხვა სახის კვლევაზე თუ სხვადასხვა ექიმის მომსახურებაზე უარს თავად ამბობს

Nusagi

მთელი ეს კამპანია იმას ემსახურება, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავი დააღწიოს მსჯავრს, რომელიც მას წარედგინა საქართველოს პარლამენტის წევრის ცემის ორგანიზებისთვის და სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის ხელის დაფარებისთვის. უნდათ, რომ ამ მსჯავრს აარიდონ მიხეილ სააკაშვილი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

„რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობს: კიდევ ერთხელ, ყველა პატიმარს უნდა გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. მე ის ინფრმაცია რაც მაქვს არის, ის რომ მას შესაბამისი მომსახურება გაეწევა, მეორე ის ზოგ მომსახურებაზე, სხვადასხვა სახის კვლევაზე და სხვადასხვა ექიმის მომსახურებაზე თავად ამბობს უარს. ამიტომ ესეც უნდა განიმარტოს რატომ ამბობს უარს მსჯავრდადებული. მთავარია, რომ გაეწიოს სამედიცინო მომსახურება და მეორე, თავი არ აარიდოს იმ სასჯელს, რომელიც მას სამართლიანად აქვს მისჯილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,166 ნახვა
%d bloggers like this: