პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ოპოზიციის რადიკალური ფრთა წამოიწყებს ხოლმე, რაღაც კამპანიას, მერე, ჰოი, საოცრებავ, უკრაინიდან ვინმე მათი უტიფარი მეგობარი, არახამიას მსგავსი, თავხედი, რაღაც სანქციებზე დაიწყებს საუბარს

Nusagi

,,ოპოზიციის რადიკალური ფრთა წამოიწყებს ხოლმე, რაღაც კამპანიას, მერე ამ კამპანიის ფარგლებში, მათ მხარდამჭერებში ერთგვარი იმედგაცრუება ეწყებათ იმიტომ, რომ ვერავითარ მიზანს ვერ აღწევენ. მერე, ჰოი, საოცრებავ, უცებ აღმოჩნდება ხოლმე, რომ უკრაინიდან ვინმე მათი უტიფარი მეგობარი, არახამიას მსგავსი, თავხედი, რაღაც სანქციებზე დაიწყებს საუბარს მაშინ, როდესაც საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შედეგად ურთიერთობები, როგორც იქნა, დასტაბილურდა,’’ – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა სიტყვით გამოსვლის დროს.

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, დამონტაჟებული ვიდეოების მეშვეობით საქართველოში სიტუაცია არიოს და ამაში მათ უკრაინიდან დავით არახამია ეხმარება.

,,მერე, აქედან გამოაგდებენ, რაღაც დამონტაჟებულ ვიდეოს. ვინმე, ოდნავ მაინც თუ ერკვევა, არ შეიძლება არ ნახოს ზემოქმედების კვალი. პირველი, არაფერ უკანონობაზე საუბარი არ მიდის, სულ რომ დავუშვათ ავთენტური იყოს. მეორე, შიგნით 10 მარტიო ეწერა. ამის შემდგე ამბობენ რატომ არ იძიებთო? რაშიც სამართლებრივი შემცველობის დანაშაული არ არის, ვინ? რატომ უნდა არკვიოს ავთენტურობა? რატომ ქმნით ასეთ ილუზიებს ამ დამონტაჟებული ვიდეოდან? თან ამდენი დრო გავიდა და რაიმე უკანონო ტვირთბრუნვის ფაქტი ვნახეთ, ვითომ რომ ადასტურებს, რომ აქ რაღაც საშინელება ხდება.

აი, ესე, სკანდალებს ქმნიან არაფრიდან და უნდათ ამ სკანდალზე ააწყონ. მერე იქიდან არახამიას განცხადება, თავხედური სრულიად, აქედან ეს რაღაც დამონტაჟებული ვიდეო და ვითომ სკანდალია შექმნილი, იმიტომ, რომ ქვეყანაში რამე აირიოს. რატომ ვართ ომის პარტიაო, იცით იმიტომ ხართ ომის პარტია? ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ აირიოს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა და ეს გახდეს ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის საბაბი და ვერ გახდება, ვერა. შიგნით არ გამოდის და გარედანაც ვერ გამოვა. უნდა მივეჩვიოთ ამას და ამაზე კი არ ვიფიქროთ, არამედ იმაზე, რომ ნამდვილად უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში, იქნებ რამენაირად ომის გარეშე გადავიტანოთ ეს მძიმე პროცესები, რომ გადავიტანთ მერე გვექნება მეტი შანსი, რომ დასავლური სამყაროს ნაწილი გავხდეთ. რაც უფრო ძლიერები ვიქნებით ეკონომიკურად, რაც უფრო მშვიდობიანად შევძლებთ ამ პერიოდის გადატანას, მით მეტი შანსი გვექნება, რომ ამ შავ ხვრელის გრავიტაციის, რასაც რუსეთი ქვია, თავი დავაღწიოთ. არ გინდათ ეს, იმიტომ, რომ ეს რომ ესე მოხდეს, თქვენ ხელისუფლებას ვერ ეღირსებით და ისედაც ვერ ეღირსებით,‘’ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,756 ნახვა
%d bloggers like this: