პოსტები სოციალური ქსელიდან

არცერთი არ გაუშვებს საკუთარ შვილს საომრად , ხოლო ზოგიერთი ბარშიც კარგად ჩაჯდება საქეიფოდ!-მარინა ასათიანი

Nusagi

,,ნურავის ნუ გონია,რომ ჩვენ რაღაცეებს ვიგონებთ ან სპეციალურათ ,,გვიხარია,, თუ გვეხალისება ომზე წერა .ნურც ნურავინ ფიქრობს,რომ მართლა ვართ იმდენათ ბრიყვები,რომ თავდაცვას და ომს ერთიმეორეში ვურევდეთ. ომის ბევრი სახეობა არსებობს ,ყველაზე მძიმე და სამარცხვინო კი ავატურისტული ომია.როცა ამ ომის კატალიზატორი ხდები მიზანმიმართულათ .ბევრჯერ დავწერე და არ ვაპირებ კიდევ ამ თემის განხილვას.თავდაცვა რომ უნდა შეეძლოს ქვეყანას და ამისთვის მომზადებული უნდა იყოს ამას ნორმალური არავინ უარყოფს.აი ძალით,რომ აიტეხავ თავისტკივილს ავანტურისტების გამო ეს კიდევ სხვა ისტორიაა.

იცით ალბათ რაც მოხდა ამ დღეებში დნესტრისპირეთში ანუ მოლდოვაში, ჰოდა ეხლა იმაზე ბჭობს რუსეთი აღიარონ თუ არა დნესტრიპირეთი თანაც შეუერთონ რუსეთს. დუმაში გაიტანეს უკვე საკითხი. მოკლედ ,ჭკვიანი სხვის შეცდომაზე სწავლობს, სულელი კი არასოდეს არაფერს არ სწავლობს საკუთარ შეცდომებზეც კი . მოლდოვა ესაზღვრება რუმინეთს ,ფაქტიურადაა ერთი ერი, ხოლო რუმინეთი არის ნატოს ბლოკში შემავალი ქვეყანა .ჰოდა ეგებ დავინახოთ სხვაობა ძალთა შორის .,,ქართველები მაგრები ვართ და ყველაზე ძლიერები ვართ,, ამ ტექსტებით შორს ვერ წავალთ .

აგერ ვხედავთ 20 % მეტი ტერიტორიები გვაქვს დაკარგული და რაც დაგვრჩა ისიც არ მიაყოლონ .მე არ ვითვლი რამდენი ისკანდერი დარჩა რუსეთს და რამდენი კინჟალი რაკეტა, როცა ჩვენ არაფერი გაგვაჩნია 3 მილიონიც არა ვართ ქვეყანაში დარჩენილი. ბრახა -ბრუხა სიტყვები კი სულაც არაა საჭირო მაგას ჭკუა ჯობია გვქონდეს. ვინც მართლა ომობდა მშვენიერად იციან და არც ხმაურობენ .სსრკ იშლებოდა და მაინდამაინც პირველებმა შევუშვირეთ თავი დიდ ნანგრევებს ,

დღემდე ვერ ამოვსულვართ იქიდან. დარწმუნებული ვარ ასეთი ტექსტების დამწერების უმრავლესობა ან საქართველოდან კარგა ხანია წასულია,ან საქმე საქმეზე რომ მიდგეს ღმერთმა დაგვიფაროს, არცერთი არ გაუშვებს საკუთარ შვილს საომრად ,ხოლო ზოგიერთი ბარშიც კარგად ჩაჯდება საქეიფოდ!- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მარინა ასათიანი

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,505 ნახვა
%d bloggers like this: