საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილმა რაც გაუკეთა ჩვენს ქვეყანას, ვისურვებდი, ყველა ქართველმა თუ არა, ყველა მეათე ქართველმა შეძლოს ის, რაც გააკეთა ერთმა კაცმა – ირაკლი ღარიბაშვილი

Nusagi

„ბიძინა ივანიშვილი აღარ არის პოლიტიკაში, ეს ერთი; მეორე, რაც მინდა ვთქვა – ბიძინა ივანიშვილმა რაც გაუკეთა ჩვენს ქვეყანას, ვისურვებდი, ყველა ქართველმა თუ არა, ყველა მეათე ქართველმა შეძლოს ის, რაც გააკეთა ერთმა კაცმა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის როლს ხელისუფლების შეცვლაში. 

„ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოეშორებინა ეს ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ქვეყნის დამღუპველი და გამანადგურებელი ძალა, სააკაშვილის მეთაურობით, დღეს გარანტიას გაძლევთ, რომ ისევ სააკაშვილი იქნებოდა ხელისუფლებაში და დღეს აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლი. ამას აგარიდათ ბიძინა ივანიშვილმა თქვენც და ყველა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,641,626 ნახვა
%d bloggers like this: