უცხოური მედია

„გაზპრომი“- პოლონეთს და ბულგარეთს გაზის მიწოდება რუბლებში გადახდაზე უარის გამო შეუწყდა

Nusagi

რუსული კომპანია „გაზპრომი“ აცხადებს, რომ ბულგარეთსა და პოლონეთს მთლიანად შეუწყვიტა გაზის მიწოდება იმის გამო, რომ „ბულგარგაზმა“ და პოლონურმა PGNiG-მა უარი განაცხადეს საფასურის რუბლებში გადახდაზე.

„გადასახადის შესახებ, რომელიც 1 აპრილიდან ახალი რეკვიზიტების გამოყენებით, რუბლებში უნდა განხორციელდეს, კონტრაგენტები გაფრთხილებული იყვნენ დროულად. ამის გამო „გაზპრომ ექსპორტმა“ შეატყობინა ბულგარეთსა და პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ “,-აცხადებენ „გაზპრომში“. ამასთან, რუსული კომპანიის თქმით, ბულგარეთი და პოლონეთი ტრანზიტული ქვეყნებია, საიდანაც გაზი სხვა ქვეყნებსაც მიეწოდება. ამიტომ, „გაზპრომი“ გაზის მოცულობას მხოლოდ იმ სიდიდით მიაწოდებს, რაც სხვა ქვეყნებში გასაშვებად არის საჭირო.

მანამდე ბულგარეთმა განაცხადა, რომ რუბლებში გადახდას არ აპირებს, რადგან ეს დამაზიანებელია ქვეყნის ეკონომიკისთვის. სოფიაში აცხადებენ, რომ რუსეთთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდეა გაფორმებული და ახალი წლიდან ქვეყანა გაზის ალტერნატიულ წყაროს მოიძიებს.

პოლონეთის მხარის განცხადებით, „გაზპრომის“ გადაწყვეტილება არის კონტრაქტის პირობების დარღვევა და უფლება აქვს, გაასაჩივროს. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,310 ნახვა
%d bloggers like this: