პოლიტიკა

დნესტრისპირეთი თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს

Nusagi

მოლდოვას სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის ე.წ. ხელისუფლება ირწმუნება, რომ უკრაინის ტერიტორიიდან, სოფელ კოლბასნას მიმართულებით, ცეცხლი გახსნეს.

მათივე განცხადებით, ადგილზე საბრძოლო მასალის დიდი საცავია განთავსებული.

დნესტრისპირეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, მათ ტერიტორიაზე დრონები უკრაინიდან გაუშვეს.

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში დნესტრისპირეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ტერიტორიაზე ვითარების დესტაბილიზაციას რუსეთი ცდილობს.

მისივე თქმით, დნესტრისპირეთში სიტუაციის დესტაბილიზაციით რუსეთი მოლდოვას აჩვენებს, რომ თუ მხარს უკრაინას დაუჭერს, ამას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,144 ნახვა
%d bloggers like this: