მედიცინა

ექიმი გრიგოლია სააკაშვილზე: დეპრესიის შედეგად მივიღეთ ანორექსია

Nusagi

,,მისმა დაავადებამ, პოსტტრავმულმა სტრესულმა აშლილობამ გადაინაცვლა უფრო ღრმა ფაზაში. ადრეც აღვნიშნეთ ჩვენ, რომ ჰქონდა დეპრესია საშუალოს და მსუბუქს შორის. ახლა დეპრესია არის გაღრმავებული. ამ დეპრესიის შედეგად მივიღეთ ანორექსია, ეს არის ცალკე ნოზოლოგია, რაც აქამდე არ გვიხსენებია. ანორექსია ნიშნავს, რომ ადამიანს უნდა თუ არ უნდა ჭამა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ის ვერ იღებს საკვებს’’ – განაცხადა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის წევრმა გიორგი გრიგოლიამ.

როგორც გიორგი გრიგოლიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს,თუ არ მოეხსნა სტრესი, მისი მკურნალობა იქნება შეუძლებელი.

,,თუ გავაანალიზებთ ამ სამ თვე ნახევარს, რომლის დროსაც არ გვინახავს პატიმარი და ახლა ვნახეთ, მისი მდგომარეობა გაუარესებულია. თავად გრძნობს თავს სუსტად, ფეხზე დგომა და გადაადგილება უჭირს. სამედიცინო ბარათში ძალიან დაწვრილებით არის აღნიშნული მისი მდგომარეობა. ჩატარებულია ტესტები, დათვლილია ფორმულები, თუ რამდენი წონა აკლია, როგორ კლებულობს წონაში, ანუ ნოზოლოგია გაღრმავებულია და ამას კიდევ დაემატა ანორექსია. თვითონ სტრესი თუ არ მოეხსნა, ამის მკურნალობა ჩვენ გვგონია, რომ იქ არის შეუძლებელი’’ – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ პრესკონფერენციაზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,210,966 ნახვა
%d bloggers like this: