განათლება

პრემიერმა 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინელი მოსწავლეები მოინახულა

Nusagi

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვილებთან, გაბრიელთან და ნინოსთან ერთად მოინახულა უკრაინელი მოსწავლეები, რომლებიც 41-ე საჯარო სკოლაში, უკრაინულ სექტორზე სწავლობენ.

„ქართველი ხალხი ყველაფერს აკეთებს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ჩვენ ვართ 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე, რომელმაც ყველაზე მეტი – 500 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინაში. უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას და ყურადღებას გამოვხატავთ და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.კიდევ ერთხელ ვუსურვებ უკრაინელ ხალხს ომის მალე დასრულებას, მშვიდობის დამყარებას და თავიანთ სახლებში დროულად დაბრუნებას“,წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

უკრაინელ მოსწავლეებს პრემიერმა საჩუქრები გადასცა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,456 ნახვა
%d bloggers like this: