უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის ქალაქებში მასიური ხანძრები შეიძლება პარტიზანული ომის დაწყებას მიანიშნებდეს.
ამასთან, არესტოვიჩმა ბრიანსკში გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთში გახშირდა თავდასხმები სამხედრო კომისარიატებზე, რაც, მისი აზრით, შესაძლოა, პარტიზანული ომის ნიშნები იყოს.
„უცნობია, რა ხდება რუსეთში. უსურიისკში იწვის სამხედრო ბაზა, სამხედრო კომისარიატები იწვის, უმაღლესი სამხედრო სასწავლებლები. საწყობები, გუბერნატორების სახლები იწვის. მაქვს შეგრძნება, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო. განსაკუთრებით, ეს ეხება სამხედრო კომისარიატებს, ხალხს იქ არ უნდა და ეწინააღმდეგება“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
Facebook Comments Box