უცხოური მედია

რუსი ბიზნესმენი უკრაინაში ჩავიდა და რუს ოკუპანტებთან ბრძოლას გეგმავს

Nusagi

რუსი ბიზნესმენი, „გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იგორ ვოლობუევი უკრაინაში ჩავიდა და კიევის ტერიტორიული თავდაცვის („ტერაბარონის“) ქვედანაყოფში გაწევრიანდა. ამის შესახებ 

როგორც ვოლობუევმა გამოცემა The Insider-ს აცნობა, ის სუმის ოლქის დასახლება ახტირკაში დაიბადა, სადაც მამამისი, ძმა და მეგობრები ცხოვრობენ.

„მე მივხვდი, რომ რუსეთში ცხოვრება აღარ შემიძლია. რუსული ძალები კლავდნენ მამაჩემს, ჩემს ნაცნობებს, მეგობრებს, მამაჩემი ერთი თვის განმავლობაში გაყინულ სარდაფში ცხოვრობდა. ადამიანებმა, რომლებსაც ბავშვობიდან ვიცნობ, მითხრეს, რომ მათ ჩემს ნაცვლად რცხვენიათ. ისინი მეუბნებოდნენ – აღარ გავიგოთ, რომ შენ ახტირელი, რომ შენ უკრაინელი ხარ. ამიტომ ჩავალაგე ბარგი და რუსეთიდან წავედი“ – ამბობს ვოლობუევი.

მისი თქმით, „გაზპრომბანკში“ 6 წლის განმავლობაში მუშაობდა, ხოლო მანამდე „გაზპრომის“ თანამშრომელი იყო. 9 წელი ის რუსული გაზის მონოპოლისტის პრესსამსახურს ხელძღვანელობდა. ვოლობუევი რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ „სამხედრო დანაშაულს“ უწოდებს.

„ეს არის პუტინის, რუსეთის ხელისუფლების, რუსული ხალხის მიერ ჩადენილი დანაშაული. პუტინი ხომ პირადად არ კლავს უკრაინელებს, არ იპარავს უნიტაზებს, არ აუპატიურებს ქალებს, ამას რუსები აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნებით უკრაინელი ვარ, მეც ვარ ამაზე პასუხისმგებელი. მე მრცხვენია და ამაზე მთელი ცხოვრება უნდა ვინანიო“ – განაცხადა რუსმა ბიზნესმენმა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,153 ნახვა
%d bloggers like this: