საზოგადოება

სურამელი ბიჭი, რომელსაც ორი დღეა ეძებდნენ, ბათუმში იპოვეს – „პრაიმთაიმმა“ პირველი კომენტარი მოიპოვა

Nusagi

ბიჭს, რომელსაც სურამში ორი დღეა ეძებდნენ, იპოვეს. „პრაიმთაიმმა“ მოიპოვა იმ  პიროვნების კომენტარი, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭი იპოვა.

„ბათუმში ვნახე. აქამდე არ ვიცნობდი. ტანსაცმლით და ფოტოსურათით ამოვიცანი. აღელვებულია. პრობლემების მოგვარება სურს. მთავარია, ეს ყველაფერი მოგვარდეს. მისი ოჯახი უკვე დამიკავშირდა. იციან, რომ კარგად არის, “- ამბობს ჩვენთან საუბრისას ბესო დვალიშვილი.

ცნობისთვის, გიორგი კობაალძემ სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი ცხოვრების შესახებ გარკვეულ დეტალებს ჰყვება.

„თუ ამ ვიდეოს ნახულობთ, ანუ მე გარდაცვლილი ვარ… ჩემი სისულელეებით ცხოვრება გავიფუჭე. განა ვინმე მოსაკლავად დამდევს. მე უეჭველი ვიცი, გადაცდომა გავაკეთე. ვერ მოვიქეცი ადამიანურად. როგორც მე შემეფერებოდა. თამაში დავიწყე. ფული დავხარჯე. ნახევარი ხელფასი ჩემებს მივეცი, ნახევარით ვითამაშე და წავაგე. გადასახადები ვერ გადავიხადე… ვიცი, ამ გადაცდომებით გავლოთდები. აღარავის შევუყვარდები. მირჩევნია დაგემშვიდობოთ. გული ნუ დაგწყდებათ. აქამდე ბედნიერი კაცი ვიყავი. აქ ვარ, სურამის რომელიღაცა ტყეში… ოღონდ მიპოვით მკვდარს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,878,402 ნახვა
%d bloggers like this: