სპორტი

12 წლის მოჭადრაკის დაღუპვის გამო, რუსეთში ბავშვთა ჩემპიონატი ჩაიშალა

Nusagi

ჭადრაკში რუსეთის პირველობაზე ბავშვთა შეჯიბრი, რომელიც სოჭში იმართებოდა, დროზე ადრე დასრულდა ერთ-ერთი მონაწილის, 2009 წელს დაბადებული გოგონას დაღუპვის გამო. ინფორმაციას რუსეთის ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ტურნირის განახლება მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ფედერაციამ დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. მათი თქმით, ორგანიზაცია თანამშრომლობს სამართალდამცავებთან და იმედს გამოთქვამს, რომ გულდასმით მოხდება ტრაგედიის დეტალების გამოძიება.

რუსული მედიის ინფორმაციით, 12 წლის გოგონა სოჭში სარატოვიდან ჩავიდა დედასთან ერთად. ისინი ტურნირის სხვა მონაწილეებთან ერთად ადგილობრივ საგანმანათლებლო-გამაჯანსაღებელ ცენტრში დაბინავდნენ. 

შეჯიბრისგან თავისუფალ დროს ახალგაზრდა მონაწილემ დახურულ ტერიტორიაზე შეაღწია, სადაც ძაღლების თავშესაფარი იყო მოწყობილი. გოგონას უნდოდა, ლეკვებიანი უპატრონო ძაღლის გამოკვება, რომელიც მას მოგვიანებით თავს დაესხა და დაგლიჯა. ბავშვის ცხედარი გამვლელმა 1 საათის შემდეგ იპოვა. მან ძაღლებს საკვები მიუტანა. გოგონას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა მიღებული და უკვე გარდაცვლილი იყო.   

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,062 ნახვა
%d bloggers like this: