საზოგადოება

„ციხეში და ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია მისი მკურნალობა“ – სოფო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე

Nusagi

ექიმი და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს ცუდი შედეგი, ამიტომ აუცილებელია სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ხვალ, როდესაც დღევანდელ დღეს შევაფასებთ, არ უნდა შეგვრცხვეს ჩვენი განვლილი გზის. ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე დღეს ერთად ვწერთ საქართველოს ისტორიას და მჯერა, რომ ყველას ერთი რაღაც გვაერთიანებს, ეს არის ისტორიის სწორ მხარეზე დგომა. 30 წლის განმავლობაში უკვე ვნახეთ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სამეგრელოს ტყეებში დევნა, ვნახეთ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა, ვნახეთ ორად გახლეჩილი საზოგადოება, სამოქალაქო დაპირისპირება და დღეს უკვე რუსთავის ციხეში ჩვენ ვუყურებთ რუსეთის დაკვეთით როგორ კლავენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ვინც კონსილიუმის დასკვნა მოისმინა, ამაში ყველა დამეთანხმება. ახლა სიჩუმე არის დანაშაული, მოქმედებაზე უნდა გადავიდეთ.

მე უკვე დავიწყე აქტიური მოქმედებები მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანისთვის. სამწუხაროდ აქ, ამ ციხეში და ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია მისი მკურნალობა. დავიწყე მოლაპარაკებები უცხოურ კლინიკებთან, ყველა წინადადებას მე შევთავაზებ ჩვენს ხელისუფლებას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა. ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს ძალიან ცუდი შედეგი. როდესაც შეიძლება დადგეს გამოუსწორებელი შედეგი, გვერდზე უნდა გადავდოთ პოლიტიკა“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,070 ნახვა
%d bloggers like this: