პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: უკრაინა დღეს პრიორიტეტია, მაგრამ საქართველო და მოლდოვაც უნდა იყვნენ სერიოზული ყურადღების ქვეშ

Nusagi

გუშინ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მიიღეს, რომელიც სენატში უნდა დამტკიცდეს, მაგრამ ეს პროცედურაა და ყველამ ვიცით, რომ ეს დადასტურდება. ეს ჩვენ პარტნიორობას კიდევ უფრო ამძაფრებს და აღრმავებს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება.

პრეზიდენტის თქმით, იმ დროს, როცა აშშ დგას უკრაინის გვერდით, ამერიკამ საქართველოსადმი ყურადღება არ უნდა შეანელოს

„ვთვლი, რომ ამ მომენტში ჩემი გზავნილი კონგრესმენებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იმ დროს როცა მთლიანად ამერიკა დგას უკრაინის გვერდში და ჩვენც ვართ სრულიად სოლიდარულები უკრაინის მიმართ, ამ მომენტში ამერიკამ ყურადღება არ შეანელოს საქართველოს მიმართ. მე ამით ვბრუნდები – ვიცი, რომ ყველა ჩართულია და ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ უკრაინას პრიორიტეტი აქვს დღეს, მაგრამ საქართველო და მოლდოვაც უნდა იყვნენ სერიოზული ყურადღების ქვეშ. იყო სხვადასხვა სცენარზე საუბარი, მაგრამ მე არ ვიხმარდი სიტყვას – მოსალოდნელი საფრთხე. არსებობს სცენარები და ამიტომ არის საჭირო ჩვენ ვიყოთ ყურადღების ქვეშ და არა იმიტომ, რომ პანიკა დაითესოს ამ საფრთხეების მიმართ. დღეს რუსეთი სრულად არის ჩართული ამ თავის აგრესიაში უკრაინის მიმართ, ამავე დროს ნერვების ომი აქვს დაწყებული მოლდოვასთან და საქართველოსთან. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების სრული ყურადღება და მხარდაჭერა, მაგრამ ჩვენ თავად არ უნდა დავიწყოთ პანიკის დათესვა“, – განაცხადა პრეზიდენტმა,

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,113 ნახვა
%d bloggers like this: