საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მარშალ გელოვანის გამზირზე დაზიანების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება ეზღუდება

Nusagi

დღეს, 29 აპრილს, საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირზე N-6 თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზე არიან მობილიზებული. მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები.

„აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეზღუდულია დღეს 29 აპრილის 09:30 საათიდან 30 აპრილის ღამის 02:00 საათამდე:

მთწმინდა-კრწანისის რაიონში – კაკაბაძის, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ვარაზის ხევის, მელიქიშვილის, ლარსის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, გუდიაშვილის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, ჟორდანიას, ინგოროყვას, ლერმონტოვის, პეტრიაშვილის, ოქროყანას დასახლებას; პუშკინის, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაკე- საბურთალოს რაიონში – კეკელიძის, მცხეთის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, ყიფშიძის, დოლიძის, იოსელიანის, კოსტავას, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ოდესის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე – ჩუღურეთის რაიონში – ბალანჩინის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, მარჯანიშვილის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“ – ნათქვამია გაცრელებულ განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,271 ნახვა
%d bloggers like this: