საზოგადოება

Reuters: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთთან ომი წააგო, ფიქრობს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს

Nusagi

„მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც იბრძოდა და წააგო რუსეთთან ხანმოკლე ომი ამბობს, რომ უკრაინა დაამარცხებს მოსკოვს“, – ამის შესახებ ცნობილი გავლენიანი გამოცემა Reuters წერს.

როგორც „როიტერი“ წერს, სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „ახალი ჩერჩილი“ უწოდა.

„მან (ზელენსკიმ) გამოავლინა ჩერჩილის თვისებები, რომლებიც ბევრს ეგონა, რომ დიდი ხნის დავიწყებული იყო. ის არის ახალი ჩერჩილი ევროპის ამ ნაწილში და განსაზღვრავს არა მხოლოდ იმას, რაც მოხდება უკრაინაში, არამედ მის გარშემო ბევრ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა „როიტერს“ თავისი ადვოკატების მეშვეობით წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერს, „უკრაინა წარმოიქმნება როგორც ერთიანი ერი. უკრაინა ძალიან დიდი ხნით დაშორდება რუსეთს და პოლონეთთან ერთად გახდება ევროპის მთავარი ძალა“.

სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ომის შემდგომ ევროპის მთავარი ლიდერი გახდება.

როგორც „როიტერი“ წერს, სააკაშვილმა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სასტიკმა კრიტიკოსმა, დაკარგა კონტროლი საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედზე 2008 წლის ომის დროს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,641,803 ნახვა
%d bloggers like this: