უცხოური მედია

ბელარუსში 35 ექიმი-ტრავმატოლოგი დააკავეს

Nusagi

 ბელარუსის პრეზიდენმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბრძანება გასცა, დაისაჯონ კორუფციონერი ექიმები. საუბარია ორთოპედ-ტრავმატოლოგებზე, რომლებიც კორუფციის ბრალდებით დააკავეს. 35 ექიმი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. რამდენიმე მათგანი კი, პირდაპირ კაფეში აიყვანეს, სადაც ისინი პროტეზის მწარმოებელი უცხოური კომპანიის წარმომადგენლებისგან ქრთამს იღებდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სულ, საქმეში 60-ზე მეტი ადამიანი ფიგურირებს. გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ მედიკოსები პაციენტებს ურჩევდნენ კონკრეტული მწარმოებლის პროდუქციის ყიდვას იმპლანტაციისთვის, მაგალითად ხელოვნურ სახსარს სამჯერ გაზრდილი ფასით, რის სანაცვლოდაც კონკრეტული ფირმისგან პროცენტს იღებდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საქმე პრეზიდენტმა პირად კონტროლზე აიყვანა. ლუკაშენკომ თათბირზე სამედიცინო სფეროში არსებული კორუფცია ჯანდაცვის მინისტრთან, გენერალურ პროკურორთან და КГБ-ს უფროსთან ერთად განიხილა.

„მინდა გავაფრთხილო: არავის დავინდობთ, ვინც ხელს ითბობს ადამიანების უბედურებაზე, ეს ტრავმატოლოგები არა მხოლოდ რჩევებს აძლევდნენ საოპერაციო მაგიდაზე მწოლიარე ადამიანებს, რომელი იმპორტული წარმოების ნაწილი ჩაედგათ სხეულში, არამედ საკმაოდ დიდ სარგებელს იღებდნენ უცხოელებისგან. ზოგიერთ მათგანს სახლში ჩხრეკისას 300 000, ზოგს 650 000 ევრო აღმოაჩნდა“,-განაცხადა ლუკაშენკომ.

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ პირადად გაესაუბრა დაკავებულებს და მზად არის, თავდებში ჩაუდგეს იმ პირობით, თუ ისინი აღიარებენ დანაშაულს, აუნაზღაურებენ ზარალს პაციენტებს და განაგრძობენ მუშაობას საკუთარი კვალიფიკაციით იმ ადგილებში, სადაც მათ მინისტრი გაანაწილებს.

ბელარუსში წამლების ფასს სახელმწიფო აკონტროლებს. ჯანდაცვის სამინისტრომ 5 სააფთიაქო ქსელს და 20-მდე სამედიცინო კომპანიას მისცა გაფრთხილება და 5 დღეში წამლების გაიაფების ბრძანება გასცა.   

„ჩვენთან სამედიცინო ტექნიკა მკაცრი სანქციების ქვეშ არ არის. და თუ ამერიკელები უარს ამბობენ, მოგყიდონ მედიკამენტები, შეიძინეთ ინდოეთში, კუბაში. ამიტომ, არ მიიღება საუბრები იმაზე, რომ წამლები არ არის საკმარისი“,-განაცხადა მინისტრმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,382 ნახვა
%d bloggers like this: