უცხოური მედია

ჯონ კირბი ვლადიმერ პუტინზე – არ შემიძლია ვილაპარაკო მის ფსიქოლოგიაზე, მაგრამ შემიძლია ვილაპარაკო მის უზნეობაზე

Nusagi

ძნელია უყურო იმას, რასაც პუტინი უკრაინაში აკეთებს, რასაც მისი ძალები უკრაინაში აკეთებენ და იფიქრო, რომ რომელიმე ეთიკურ, მორალურ პიროვნებას შეუძლია ამის გამართლება, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მან გააკრიტიკა პუტინი, რომელიც უკრაინაში შეჭრას იმით ამართლებს, რომ რუსებს იცავს და რომ უკრაინა „ნაციზმის წყაროა“.

„ძნელია ეს რიტორიკა გაამართლო იმით, რასაც ის რეალურად აკეთებს უკრაინაში უდანაშაულო ადამიანების მიმართ, ტყვია თავში, ზურგზე მიბმული ხელები, ორსული ქალების მკვლელობა, საავადმყოფოების დაბომბვა. ვგულისხმობ, რომ ეს უბრალოდ არაკეთილსინდისიერი საქციელია და მე არ მაქვს გონებრივი შესაძლებლობები, რომ გავიგო, როგორ შეიძლება ამ ორი რამის დაკავშირება“, – აღნიშნა კირბიმ.

მისი თქმით, ის, რასაც პუტინი უკრაინაში სჩადის, ყველაზე ცივი და მანკიერი სახის სისასტიკეა.

„ვერ ვილაპარაკებ მის ფსიქოლოგიაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია ვისაუბროთ მის უზნეობაზე. ძნელია დაეთანხმო, რომ ეს ეხება ნაციზმს უკრაინაში, და ეს ეხება რუსების დაცვას უკრაინაში და რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვას, როდესაც არცერთ მათგანს არ ემუქრებოდა უკრაინა. ეს არის ყველაზე ცივი და მანკიერი სახის სისასტიკე,“- აღნიშნა კირბიმ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,287 ნახვა
%d bloggers like this: