უცხოური მედია

Bloomberg: უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოში უმდიდრეს ქვეყანას კიდევ უფრო ამდიდრებს

Nusagi

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ნავთობზე მკვეთრად გაზრდილმა ფასებმა უდიდესი შემოსავალი მოუტანა ახლო აღმოსავლეთის ისეთ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს, როგორიცაა საუდის არაბეთი და ქუვეიტი. თუმცა, ფინანსური და გეოპოლიტიკური სარგებელი, რომელიც ყატარს შეექმნა, ამ ქვეყანას მთავარ ბენეფიციარად ხდის რუსული ენერგომატარებლებზე ევროპის თანდათანობით უარის თქმის შემდეგ. ამის შესახებ ნათქვამია Bloomberg-ის პუბლიკაციაში.

სააგენტოს გათვლებით, პირველი კვარტლის ტენდენციების მიხედვით, ყატარის ენერგომატარებლების ექსპორტი ამ წელიწადში უკვე უნდა გაზრდილიყო $100 მლრდ-მდე პირველად, 2014 წლიდან. ეს უზრუნველყოფს ქვეყნის მიერ მეტი რესურსის ხარჯვას მსოფლიო საფონდო ბირჟებზე, ასევე თავისი შიდაპოლიტიკური მიზნების მიღწევას. გარდა ამისა, ყატარის ხელისუფლება 2022 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის ჩატარებით ეონომიკის 20 მილიარდიან ზრდას ელოდება. 

ევროპის ქვეყნების მხრიდან საწვავზე გაზრდილი მოთხოვნა ნიშნავს მყიდველთა შორის კონკურენციას გრძელვადიან კონტრაქტებზე, რაც ექსპერტთა აზრით, ყატარს საუკეთესო პირობებს შეუქმნის.

„ეს დაუჯერებელი შესაძლებლობაა. ყატარი გაზის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი იქნება, რომლის ბაზარი უახლოეს წლებში უძლიერესი გახდება“,-აცხადებს ვაშინგტონში ახლო აღმოსავლეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი კერენ იანგი.

აპრილის ბოლოს ბულგარეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ რესპუბლიკა უკვე მოელაპარაკა ყატარსა და ალჟირს გაზის მიწოდებაზე. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,175,973 ნახვა
%d bloggers like this: