პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი – ჟიგიმანტას პავილიონისის სიტყვას ჩირის ფასი აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ყველა ამგვარ გარე სპიკერს ჩართავს იმის წარმოსაჩენად, თითქოს საქართველო აცდენილია ევროპულ გზას

Nusagi

ჟიგიმანტას პავილიონისი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გულმხურვალე გულშემატკივარი, მათი ერთ-ერთი აქტივისტია და ბუნებრივია, ახლა იგი წარმოაჩენდა თავს აბსოლუტურად ამორალური თვალსაზრისით, როცა პრორუსობას აბრალებს საქართველოს მთავრობას, როცა ამბობს, რომ ევროპული პერსპექტივა საქართველოს არ ექნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილი გამოეხმაურა ლიეტუვის პარლამენტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც პავილიონისი აღნიშნავს: „დღესდღეობით ევროპის და მსოფლიოს მომავალი ფორმირდება იმ ქვეყნების მიერ, ვინც უკრაინას მხარს უჭერს. დღეს საქართველო გაცილებით ახლოსაა რუსეთთან, ვიდრე უკრაინასთან“.

ცაგარეიშვილის თქმით, ეს ის ადამიანია, რომელიც ლიეტუვის სეიმის გადაწყვეტილებით გააძევეს სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან სწორედ ამგვარი ცინიკური და გაუგებარი განცხადებების გამო.

გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ჟიგიმანტას პავილიონისის სიტყვას ჩირის ფასი აქვს.

„ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის გარე სპიკერის, ბატონი პავილიონისის განცხადებები, ვიდრე უკრაინაში ომი დაიწყებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ გულმხურვალე გულშემატკივარი იყო, ფაქტობრივად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მათი ერთ-ერთი აქტივისტია და ბუნებრივია, ახლა იგი წარმოაჩენდა თავს აბსოლუტურად ამორალური თვალსაზრისით, როცა პრორუსობას აბრალებს საქართველოს მთავრობას, როცა ამბობს, რომ ევროპული პერსპექტივა საქართველოს არ ექნება, არამედ ექნება უკრაინას და მოლდოვას ა.შ. ეს ის ადამიანია, რომელიც ლიეტუვის სეიმის გადაწყვეტილებით გააძევეს სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან, სწორედ ამგვარი უკმეხი, ცინიკური, გაუგებარი განცხადებების გამო, რომელიც მიმართული იყო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნებისა და სხვა მთავრობების წინააღმდეგ.

ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ყველა ამგვარ გარე სპიკერს ჩართავს იმის წარმოსაჩენად, რომ საქართველო აცდენილია ევროპულ გზას, რომ მას ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია. ამ ბატონის სიტყვას ჩირის ფასი აქვს, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ყბედობას. ვფიქრობ, ამგვარი გამოხდომები ამინდის შემცვლელი ვერ იქნება ჩვენს ევროპულ პერსპექტივაში და ვერც ლიეტუვა-საქართველოს ძმურ, მეგობრულ ურთიერთობებში. დიდი ხნის გაშიფრულია ეს ვაჟბატონი თავისი დაუფარავი ლტოლვით მიხეილ სააკაშვილისადმი და სამწუხაროა, რომ დასავლური ქვეყნის პარლამენტის წევრი ასეთ უკუღმართ საქმიანობაშია მხილებული, შემჩნეული და აქაური „ომის პარტიის“ გულმხურვალე გულშემატკივარია, ოღონდ, ახლა ევროპაში და ლიეტუვაში. არც მას, არც სხვას არ გამოუვათ ის, რაც უნდათ – საქართველოს ომში ჩართვა, საქართველოს ევროპული პერსპექტივის დასამარება და რუსეთუმეობის იარლიყის მოწეპება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის. არაფერი არ გამოუვა არც პავილიონისს, არც ლორთქიფანიძეს, არც სააკაშვილს და არც გია ბარამიძეს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,028 ნახვა
%d bloggers like this: