პოლიტიკა

“მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს” – უკრაინის დაზვერვა

Nusagi

რუ­სე­თი სხვა ქვეყ­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით ცდი­ლობს სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლას. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის სა­დაზ­ვერ­ვოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო იტყო­ბი­ნე­ბა.

UNIAN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გად გან­სა­კუთ­რე­ბით და­ზა­რალ­და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და უცხო­ურ წარ­მო­ე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ინ­დუსტრი­ე­ბი.

უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ცნო­ბით, მოს­კო­ვი კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ქვეყ­ნებ­ში (ბე­ლა­რუ­სი, სომ­ხე­თი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი, ტა­ჯი­კე­თი) გეგ­მავს მო­ა­წყოს იმ სპე­ცი­ა­ლუ­რი ნა­წი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო და ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პრო­დუქ­ცი­ის­თვის არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. გარ­და ამი­სა, ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა გაზ­რდის კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ზე, რაც ასე­ვე შე­დის კრემ­ლის ინ­ტე­რე­სებ­ში.

დაზ­ვერ­ვის მო­ნა­ცე­მე­ბით, მოს­კო­ვი სა­ქარ­თვე­ლოს­თან, სომ­ხეთ­თან და აზერ­ბა­ი­ჯან­თან რუ­სუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ექ­სპორ­ტის თა­ო­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს. ექ­სპორტზე მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ში პრო­დუქ­ცი­ის გა­ტა­ნა იგეგ­მე­ბა ქარ­თუ­ლი, სომ­ხუ­რი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის სა­ფარ­ქვეშ. უწყე­ბის ცნო­ბით, სწო­რედ ამი­ტომ, ამ ქვეყ­ნებ­ში უკვე 200-ზე მეტი ახა­ლი კომ­პა­ნი­აა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

“სომ­ხე­თი რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ბიზ­ნესს ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს უქ­მნის. პირ­ველ რიგ­ში, ეს ეხე­ბა IT სექ­ტორს. რუ­სე­თის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი აგ­რე­სი­ის და­წყე­ბი­დან უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, რუ­სე­თის და­ახ­ლო­ე­ბით 85 ათა­სი მო­ქა­ლა­ქე და 113 IT კომ­პა­ნია სომ­ხეთ­ში ჩა­ვი­და. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ათა­სამ­დე კერ­ძო სა­წარ­მო და 250-ზე მეტი შპს შექ­მნეს, რომ­ლე­ბიც გა­და­სა­ხა­დებს გა­და­იხ­დი­ან ორი ქვეყ­ნის – სომ­ხე­თი­სა და რუ­სე­თის ბი­უ­ჯეტ­ში“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ან­გა­რიშ­ში.

უწყე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის წამ­ყვა­ნი რუ­სუ­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი – „ული­ა­ნოვ­სკის მე­ქა­ნი­კუ­რი ქარ­ხა­ნა“ ყა­ზა­ხეთს გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად იწ­ვევს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,166 ნახვა
%d bloggers like this: