პოლიტიკა

დავით მაღრაძე: არიან პროექტის მოქალაქეები და არიან საქართველოს მოქალაქეები. საქართველომ 2012 წელს უარი უთხრა პროექტის მოქალაქეებს, ხელისუფლებაში საქართველოს მოქალაქეები მოიყვანა და ამით უარი თქვა მეორე ფრონტზე

Nusagi

„არიან პროექტის მოქალაქეები და არიან საქართველოს მოქალაქეები. საქართველომ 2012 წელს უარი უთხრა პროექტის მოქალაქეებს და ხელისუფლებაში საქართველოს მოქალაქეები მოიყვანა და ამით უარი თქვა მეორე ფრონტზე“  – ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, „სააკაშვილი პროექტის მოქალაქეც არ არის, სააკაშვილი პროექტის პროდუქტია. იმიტომ შემოჰყვა რძის პროდუქტებს, როგორც თავის კოლეგებს, ისე შემოგორდა საქართველოში. სააკაშვილი არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩემი აზრით, პროექტის ეპოქამ თავისი გმირი იპოვა, თავის ვარსკვლავს მიაგნო. ეს არის არისტოვიჩი, რომელსაც შეუძლია ერთნაირი კმაყოფილებით ისაუბროს უკრაინელ დახოცილ ბავშვებზე და საქართველოს ხელისუფლების ცეცხლოვან შემონათვალზე. არ გამიკვირდება, რომ არესტოვიჩმა ცოტა ხანში თავი ქრისტედ ან ანტიქრისტედ გამოაცხადოს, რადგან ვფიქრობ, ორივე თანაბრად მისაღებია მისთვის“, – განაცხადა მაღრაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებას ვერ უკარნახებს, თუ როგორი პოლიტკორექტულობა უნდა გამოიჩინოს.

„არ მაქვს ამის რეცეპტი. მე შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემი აზრით, საქართველოში მოსახლეობა მეორე ფრონტს მხარს არ უჭერს. ერთადერთი იმუშავებს საქართველოში ფრაზა „არა ომს!“, რომლის გარშემოც შესაძლებელია, მოხდეს მოსახლეობის სრული მობილიზაცია და ეს ასეც იქნება, თუ საჭირო გახდა“, – განაცხადა მაღრაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,642,011 ნახვა
%d bloggers like this: