საზოგადოება

ვახტანგ ძაბირაძე – სააკაშვილმა და მისმა პარტიამ ყველაფერი გააკეთეს, რომ ახლანდელი განცხადებები მის სიკვდილ-სიცოცხლის მდგომარეობის შესახებ უკვე არადამაჯერებელია

Nusagi

“სააკაშვილმა და მისმა პარტიამ ყველაფერი გააკეთეს, რომ ახლანდელი განცხადებები მის სიკვდილ-სიცოცხლის მდგომარეობის შესახებ უკვე არადამაჯერებელია – აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რა ულტიმატუმზეა ლაპარაკი, როცა საზოგადოებაში არანაირი პროტესტი არ არის?”. მისი თქმით, იმ შეფასებებიდან, რომლებიც ომბუდსმენის ექსპერტებისგან მოვისმინეთ, გამოდის, რომ სააკაშვილი არ იღებს ცილებს, ეს მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ეს ყოფილა ნევროზული მდგომარეობა და ამიტომაც აქვს პრობლემები. ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულია… როდესაც სააკაშვილის სასამართლო პროცესები იწყებოდა, მას ვურჩიე, რომ პროცესზე ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ გამოსვლის შემდეგ თავი დაენებებინა ამისთვის. ეს მისი როგორც სერიოზული პოლიტიკური ფიგურისთვის იქნებოდა დამაზიანებელი. ალბათ, სხვებიც ურჩევდნენ ამას, მაგრამ მან სხვაგვარად გადაწყვიტა და მიიღო არასერიოზული ვითარება… კიდევ უფრო საოცარია, როდესაც მისი მომხრეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ. თუ დააკვირდით, პირველ სასამართლო პროცესზე, სადაც სააკაშვილი გამოვიდა, იქაურობა ხალხით იყო გადაჭედილი, ბოლო პროცესზე კი 15-20 კაცი იყო და ამასაც ხომ შეფასება სჭირდება?

რამდენი ხანია, “ნაცმოძრაობა” ერთ წრეზე ტრიალებს და ვერასდროს შეძლო, უფრო უკეთეს გარემოებებშიც კი, მასობრივი საპროტესტო ტალღა აეგორებინა. რა ულტიმატუმზეა ლაპარაკი, როცა საზოგადოებაში არანაირი პროტესტი არ არის?”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,166 ნახვა
%d bloggers like this: