პოლიტიკა

პოლ ჯოელი: ვიცი, რომ სააკაშვილს დღემდე აქვს უკრაინაში მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირები, რომელსაც ის სასტიკად იყენებს, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გასამწვავებლად

Nusagi

სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველო რუსეთის იარაღია, არადა, ამ დროს აშშ-დან საქართველო კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზავნილებს იღებს, რასაც, როგორც ვთქვი, საქართველოს მხარდამჭერი აქტი გამოხატავს. ამას შეერთებული შტატები არ გააკეთებს ისეთ ქვეყანასთან, რომელიც შესაძლოა პუტინის მოკავშირედ განიხილებოდეს, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ საკონსულტაციო კომპანია NSI-ის ანალიტიკოსმა პოლ ჯოელმა განუცხადა, რომელსაც ვაშინგტონში ესაუბრა.

ამერიკელი ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა, მართლაც ჰყავდეს მოკავშირეები უკრაინაში, რასაც იგი საქართველოსა და უკრაინის დასაპირისპირებლად იყენებს.

„შესაძლოა, მას მართლაც ჰყავდეს მოკავშირეები უკრაინაში, მათ შორის, სახელმწიფო თანამდებობებზე. უკრაინის დაზვერვის სამსახურში მუშაობს ადამიანი, რომელმაც ხელი შეუწყო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩუმად შეყვანას. პარალელურად, მუშაობს პროპაგანდა, რაც პირველ რიგში, ორი ხალხის ურთიერთობების დაზიანებისკენაა მიმართული. თუმცა, ვფიქრობ, ეს არ არის მნიშვნელოვანი. სააკაშვილს უკრაინაში ღალატის ისტორია აქვს. გაიხსენეთ, სააკაშვილმა პირველმა უღალატა პოროშენკოს, რომელმაც ის დაიცვა, შეიფარა, მოქალაქეობა მისცა.

ადამიანები ასე არ იქცევიან. პოლიტიკოსი იშვიათად იღებს მეორე შანსს. სააკაშვილს ეს შანსი უკრაინელებმა მისცეს, მან კი ისინი გადააგდო. არ ვარ ექსპერტი, ზუსტად გითხრათ, ვინ ვინაა უკრაინის მთავრობაში, მაგრამ ვიცი, რომ სააკაშვილს დღემდე აქვს მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირები, რომელსაც ის სასტიკად იყენებს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გასამწვავებლად. სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველო რუსეთის იარაღია, არადა, ამ დროს აშშ-დან საქართველო კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზავნილებს იღებს, რასაც, როგორც ვთქვი, საქართველოს მხარდამჭერი აქტი გამოხატავს. ამას შეერთებული შტატები არ გააკეთებს ისეთ ქვეყანასთან, რომელიც შესაძლოა პუტინის მოკავშირედ განიხილებოდეს.

პუტინი ყველას ეზიზღება. როგორც ვთქვი, სააკაშვილის პოლიტიკა მუდმივად ხალხის დაყოფას ემსახურება, არადა, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ახლა ერთიანობა როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში – ერთიანი ძალებით უნდა დავუპირისპირდეთ უკრაინაში რუსეთის შეჭრას. დღეს ყველამ დაინახა, რომ პუტინის რეჟიმი მკვლელი და ტერორისტია“, – განაცხადა ჯოელმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,382 ნახვა
%d bloggers like this: