პოლიტიკა

სააკაშვილის „ვაიმე, მიშველეთ, ვაიმე, ცუდად ვარ“ ყველასთვის არასერიოზულია, გარდა მისი ფანკლუბისა – ვახტანგ მეგრელიშვილი

Nusagi

“მიხეილ სააკაშვილმა იმდენჯერ დაიძახა: „ვაიმე, მიშველეთ,“ „ვაიმე, ცუდად ვარ“, რომ ეს ყველასთვის არასერიოზულია, გარდა მისი ფანკლუბისა” – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრა-ნიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანი თუ თვითონ არ ჭამს, თან ყველანაირი სერვისი მიეწოდება, რაც არ უნდა დაემართოს მას, „ქართულ ოცნებას“ არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

„უზომოდ სასაცილოა ნეიტრალური დამკვირვებლის თვალით, იმდენჯერ იტყუებოდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. ვითომ ჭამდა და ვითომ არ ჭამდა, მერამდენედ იშიმშილა, თითქოს მისი მეგობრები შიმშილობდნენ და ხომ იცით, რომ ყველაფერი ტყუილი იყო. ხომ არ გვძინავს, სხვა პლანეტიდან ხომ არ ვართ! ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება „მგელი მგელის“ ამბავს მაგონებს, იმდენჯერ დაიძახა ვაიმე მიშველეთ, ვაიმე ცუდად ვარო, გარდა მისი ფანკლუბისა, ყველასთვის არასერიოზულია უკვე“,-აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,113 ნახვა
%d bloggers like this: