საზოგადოება

სააკაშვილის ოჯახი უწყვეტ აქციებს აანონსებს

Nusagi

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და სამოქმედო გეგმა წარადგინეს.

სააკაშვილის ძმები ამბობენ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებასთან დაკავშირებით, საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა სურთ. ასევე, აპირებენ შეხვედრებს ექიმებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც ისინი უკვე უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ამბობენ, რომ აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება – ისინი 6 მაისს ბათუმში ჩანიშნულ აქციასაც შეუერთდებიან, კონკრეტული გეგმა და თარიღები კი მომდევნო დღეებში გასაჯაროვდება.

“რა და­გე­მარ­თათ, ხალ­ხო, რა ხდე­ბა? ნუთუ, ჩვენ ვართ ჩვე­ნი ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი და ღვთის მოყ­ვა­სი ხალ­ხი? ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ ქი­ლი­კი, ღლი­ცი­ნი დეპ­რე­სი­ას­თან, ცი­ლე­ბის მი­ღე­ბას­თან და აბ­სო­ლუ­ტუ­რი ინ­გო­რო­რე­ბა ექი­მე­ბის დას­კვნის…”,-განაცხადა დავით სააკაშვილმა.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმამ აღ­ნიშ­ნა, აქ­ცი­ე­ბის და­წყე­ბის კონ­კრე­ტულ თა­რიღს, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­ახ­მო­ვა­ნე­ბენ.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი განმარტავს, რომ ისინი არ ითხოვენ მესამე პრეზიდენტის შეწყალებას და მათი მოთხოვნა მხოლოდ სასჯელის გადავადება და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,137 ნახვა
%d bloggers like this: