უცხოური მედია

სამჯერადი კვება, 800-მდე ვიზიტორი და მედიკამენტების შერჩევით მიღება – რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს  

Nusagi

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურმა სამსახურმა კვების გარეშე დატოვა, ტყუილია.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რატი ბრეგაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი სამჯერადი კვებით არის უზრუნველყოფილი. 

ბრეგაძის თქმით, სააკაშვილს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ციხის მაღაზიაში არსებული ფართო ასორტიმენტიდან ნებისმიერი სახის კვების პროდუქტი და ბუნებრივია, მას, ასევე, აქვს უფლება, რომ მიიღოს ამანათები.

მინისტრი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამანათებს რეგულარულად იღებს. 

„ვისაუბრებ იმ ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რომელიც მიზანმიმართულად ხორციელდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის და ასევე, რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტროს მიმართ. ამის მიზანია პირდაპირ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. 

აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ ეწეოდა და არ ეწევა შესაბამისი მომსახურება, რაც არის მტკნარი სიცრუე, გამომდინარე იქიდან, რომ მას ყოველთვის მიეწოდებოდა მკურნალობა როგორც მე-12 დაწესებულებაში, ასევე მე-18-ში. 

საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ სააკაშვილი გადაყვანილი იყო გორის სამხედრო ჰოსპიტალში და სულ ახლახან ის გაყვანილი იყო კვლევებზე სამედიცინო მულტიპროფილურ დაწესებულებაში. ამის შესახებ პენიტენციურმა სამსახურმა უკვე გაავრცელა განცხადება. 

შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ მას თითქოს არ მიეწოდება მკურნალობა, ბუნებრივია, სრულიად დაუშვებელია და კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. 

მეორე – საუბარი იყო იმის შესახებ, რომ თითქოს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურმა სამსახურმა დატოვა კვების გარეშე, რაც ტყუილია. აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ იგი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, ასევე, მას შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს ციხის მაღაზიაში არსებული ფართო ასორტიმენტიდან ნებისმიერი სახის კვების პროდუქტი და ბუნებრივია, მას, ასევე, აქვს უფლება, რომ მიიღოს ამანათები. ის ამანათებს რეგულარულად იღებს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ის თითქოს რჩება მშიერი, ბუნებრივია, არის აბსოლუტური აბსურდი. 

ასევე, საზოგადოებისთვის მინდა კარგად იყოს ცნობილი, რომ მას ამ პერიოდში ჰყავდა დაახლოებით 800-მდე ვიზიტორი, რაც იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენ არავის ვემალებით და მის მდგომარეობას არავის ვუმალავთ. მას ყოველდღიურ რეჟიმში აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეხვდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირებს, ვისაც მისი მონახულების უფლება აქვს. 

ასევე, უნდა ითქვას, რომ სააკაშვილს აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნისა და სეირნობის უფლება, თუმცა ამას არ იყენებს საკუთარი გადაწყვეტილებით. მას სრულად მიეწოდება ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც ის საჭიროებს, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი შერჩევით არ იღებს მედიკამენტების გარკვეულ ჩამონათვალს“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

რაც შეეხება კონსილიუმის ექიმების დასკვნას, რატი ბრეგაძის თქმით, აღნიშნული დასკვნა პენიტენციურ სამსახურს 28 აპრილს მიეწოდა და პენიტენციურმა სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა. 

ბრეგაძე აცხადებს, რომ დასკვნასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კითხვები და დეტალების დაზუსტების მიზნით უკვე მიმართეს ომბუდსმენის აპარატს. 

„30 აპრილს პენიტენციურმა სამსახურმა მიმართა სახალხო დამცველს და აღვნიშნეთ, რომ პენიტენციურ სამსახურს და მის სამედიცინო დეპარტამენტს, გარკვეული კითხვები აქვს დასკვნასთან დაკავშირებით. 

ამ დასკვნაში არსებობს გარკვეული მომენტები და სხვათა შორის დანართი საჯარო არ არის სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, ჩვენ მივმართეთ რამდენიმე კითხვით ომბუდსმენის აპარატს, რაზედაც გვინდა პოზიციების დაზუსტება. 

დასკვნასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კითხვები და დეტალების დაზუსტების მიზნით მივმართეთ სახალხო დამცველის აპარატს. ველოდებით პასუხს. მას შემდეგ რაც სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიღებს არგუმენტირებულ პასუხს, გააანალიზებს ამ პასუხებს და თუ საჭიროება იქნება ჩატარდეს დამატებითი გასაუბრება ჯგუფის წევრებთან, მხოლოდ შემდეგ იქნება საუბარი შესაძლებელი საუბარი იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარება შესაძლოა, საჭირო იყოს“, – დასძინა რატი ბრეგაძემ. 

შეგახსენებთ, კონსილიუმმა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გაასაჯაროვა. მედიკოსების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ანორექსია აქვს. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,505 ნახვა
%d bloggers like this: