ჯანდაცვა

ივანე ჩხაიძე: შეზღუდვების გარკვეულწილად შემსუბუქება ლოგიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ კოვიდის ახალი მუტაციის გამოჩენასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, არსებული მინიმალური შეზღუდვა აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს

Nusagi

კოვიდრეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, სპეციალისტების მთავარი რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობამ სატრანსპორტო საშუალებებსა და სამედიცინო დაწესებულებებში პირბადე ისევ გამოიყენოს. იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, მოხსნილი რეგულაციები პანდემიის დასასრულს არ ნიშნავს და ივანე ჩხაიძე იმუნიზაციის მნიშვნელობაზეც საუბრობს.

„შეზღუდვებისა და აკრძალვების გარკვეულწილად შემსუბუქება ლოგიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ იმ რისკების გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენას უკავშირდებოდეს, ის მინიმალური შეზღუდვა, რომელიც ახლა ქვეყანაშია, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ვგულისხმობ სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულებას. ჯერჯერობით, საუბარი იმაზე, რომ მსოფლიოსა თუ საქართველოში, პანდემია უახლოეს დღეებსა თუ კვირებში დასრულდება, ძალიან ნაადრევია. მეტი აქტიურობაა საჭირო ვაქცინაციის თვალსაზრისით“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

2 მაისიდან, პირბადეების გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშია სავალდებულო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,137 ნახვა
%d bloggers like this: