უცხოური მედია

მარიუპოლში ოკუპანტებმა კერძო სახლების „ნაციონალიზაცია“ დაიწყეს

Nusagi

ოკუპანტების მიერ ქონების ფაქტობრივი მითვისების “დაკანონების” მიზნით, მარიუპოლში კერძო საცხოვრებლების რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ ტელეგრამში მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

“მარიუპოლის მე-9 სკოლის შენობაში ოკუპანტებმა დაიწყეს კერძო საცხოვრებლის რეგისტრაცია. ფორმალურად, საცხოვრებლის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა. ფაქტობრივად, ინვენტარიზაციის ჩატარება და ოკუპანტების მიერ ქონების ფაქტობრივი მითვისების “დაკანონება” – აღნიშნა მან.

რაც შეეხება სახელმწიფო და კომუნალურ ქონებას, მარიუპოლის მერის მრჩევლის თქმით, „ცალკე ფურცლით, რომელსაც ხელს აწერს ბელადი პუშილინი, ის უკვე „მიჩნეულია“ ოკუპანტების საკუთრებად“.

“არ არის გასაკვირი, რომ ისინი აღფრთოვანებულნი არიან სსრკ-ს დროშით. ქურდები და მძარცველები. არაფერი ახალი”, – ხაზგასმით აღნიშნა ანდრიუშჩენკომ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,166 ნახვა
%d bloggers like this: