უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის დაინტერესებული რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებით,-ამის შესახებ ტელეგრამზე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ექსპრემიერმა დიმიტრი მედვედევმა დაწერა.
„არ სჭირდება ზელენსკის არანაირი სამშვიდობო შეთანხმება. მისთვის მშვიდობა- დასასრულია. ან სწრაფი – ნაცისტების ხელით, რომლებიც მას ტოტზე ჩამოკიდებენ „მოსკალებთან“ მოლაპარაკებების გამო, ან შედარებით ნელი- კონკურენტებისგან, რომლებიც მას გადააყენებენ, როგორც წაგებული ომის პრეზიდენტს“,-აცხადებს მედვედევი.
მისი თქმით, ამ შეხედულებას ამტიკცებს ზელენსკისთან დაახლოებული ადამიანების „წკავწკავი“, რომლებიც აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები არ იქნება.
როგორ მედვედევს მიაჩნია, ზელენსკი ხელისუფლებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ ის გააგრძელებს დასავლეთისგან იარაღისა და ფულის მიღებას იმის მტკიცებით, რომ ის არის ლიბერალური სამყაროს იმედი და ევროპული დემოკრატიის უკანასკნელი ბასტიონი, რომლის დაგლეჯაც უნდა დათვს.
„ ამირომ, ის კვლავაც გამოჩნდება კამერებთან გაუპარსავი და სტიმულატორებისგან ანთებული თვალებით სისულელეების ლაპარაკს გააგრძელებს“,-აცხადებს მედვედევი.
მედვედევი ამბობს, რომ უკრაინის ლიდერი კვლავ გააგრძელებს უკრაინელი ხალხის გამოყენებას ცოცხალ ფარად ბანდერებთან, რუს ჟურნალისტებთან ქილერების გაგზავნას და დანაშაულებრივი ფეიკების გავრცელებას რუსულ საომარ ოპერაციაზე.