Uncategorized

“ადაპტაციის აშლილობა გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გარემოს ფსიქოლოგიურად ვერ შეეგუა… აქედან გამომდინარეობს მისი სიმპტომები, მათ შორის, ანორექსიაც” – ექიმი თენგიზ წულაძე

Nusagi

გა­და­უ­დე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის, მაგ­რამ წო­ნის ისე­თი და­ნა­კარ­გია, რომ დრო­ზე ჯობს მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა, – ამის შე­სა­ხებ ექიმ­მა, კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რმა თენ­გიზ წუ­ლა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე“, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც წუ­ლა­ძე აცხა­დებს, ადაპ­ტა­ცი­ის აშ­ლი­ლო­ბა გუ­ლის­ხმობს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­რე­მოს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვერ შე­ე­გუა, რაც პა­თო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

“ადა­მი­ანს აქვს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა, ეს არის ადაპ­ტა­ცი­ის აშ­ლი­ლო­ბა, რა­საც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი უწერს, ჩვენ რაც ვნა­ხეთ, მას ჰქონ­და ანო­რექ­სია, რის გა­მოც, ის იკ­ლებს წო­ნა­ში და კუნ­თო­ვან მა­სას კარ­გავს. ადაპ­ტა­ცი­ის აშ­ლი­ლო­ბა თა­ვის თავ­ში გუ­ლის­ხმობს, რომ ის იმ გა­რე­მოს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვერ შე­ე­გუა, ეს პა­თო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა, შე­სა­ბა­მი­სად, გა­რე­მოს, რო­მელ­საც ვერ შე­ე­გუა, უნდა მოხ­დეს ცვლი­ლე­ბა, კონ­ფლიქ­ტი წარ­მო­იქ­მნე­ბა პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა­სა და არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას შო­რის. ის იღებს მე­დი­კა­მენ­ტებს, რაც და­ნიშ­ნუ­ლი აქვს, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა საკ­მა­რი­სი არ არის.

ჩვენ მოგ­ვცა უფ­ლე­ბა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რა, ამი­ტომ ამას თა­ვი­სუფ­ლად ვა­კე­თებ, თვი­თონ რო­გორც ამ­ბობს, მე­დი­კა­მენ­ტებს იღებს, ისე­თი პრე­პა­რა­ტე­ბი არაა, რომ ასე უცებ შე­წყვი­ტოს, ვერც შე­წყვეტს, მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი და ძა­ლი­ან დიდი დის­კომ­ფორ­ტის მომ­ცე­მი იქ­ნე­ბა. რა­საც ვერ იღებს, ეს არის საკ­ვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ცი­ლო­ვა­ნი საკ­ვე­ბი, რო­მელ­ზეც მას გუ­ლის­რე­ვა აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, იღებს ნაკ­ლებ კა­ლო­რი­ას, არამ­ხო­ლოდ ცი­ლო­ვან საკ­ვებს, სხვა საკ­ვებ­საც ნაკ­ლებს იღებს. რო­გორც შე­ვა­ფა­სეთ იმ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან, რაც მან გვი­თხრა, და­ახ­ლო­ე­ბით, 600-800 კა­ლო­რი­ას იღებს, ამა­ზე 2-3-ჯერ მეტი სჭირ­დე­ბა.

ეს არ არის გა­და­უ­დე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, ასე­თი აზრი მუ­სი­რებს, მაგ­რამ ჩემი აზრი, რო­გორც ერთ-ერთი ექი­მის, ასე­თია, რომ ეს გა­და­უ­დე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის, მაგ­რამ წო­ნის ისე­თი და­ნა­კარ­გია, რომ დრო­ზე ჯობს მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და წუ­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­მარ­თავს თუ არა თვით­და­ზი­ა­ნებს და თა­ვად ამ­ბობს თუ არა საკ­ვებ­სა და მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე უარს, წუ­ლა­ძე პა­სუ­ხობს, რომ თუკი, სა­ა­კაშ­ვი­ლი “ამას მი­მარ­თავს, მისი და­ა­ვა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­მარ­თავს“.

“ადაპ­ტა­ცი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა ამას გუ­ლის­ხმობს პა­თო­ლო­გი­უ­რად, ასე არ არის, რომ ცი­ხეს ვე­რა­ვინ ეგუ­ე­ბა, თუ ადა­მი­ა­ნი დამ­ნა­შა­ვეა, ის მის­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მა­ინც მი­სა­ღე­ბი ხდე­ბა, თუ ადა­მი­ა­ნი არ თვლის თავს დამ­ნა­შა­ვედ და თვლის, რომ მას უსა­მარ­თლოდ მი­ად­გა წყე­ნა, დამ­ცი­რე­ბა, ის ამას შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად არ შე­ე­გუ­ოს და გა­ნუ­ვი­თარ­დეს ადაპ­ტა­ცი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა, რაც თა­ვის თავ­ში გუ­ლის­ხმობს დეპ­რე­სი­ულ გან­წყო­ბას, სუ­ი­ცი­და­ლურ ქცე­ვას, მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბას, გენ­რა­ლი­ზე­ბულ შფოთ­ვას და ა.შ. ეს არ არის ისე­თი ნათ­ქვა­მი, რომ ცი­ხეს ნე­ბის­მი­ე­რი ვერ ეგუ­ე­ბა, არა, ცი­ხე­ში უმ­რავ­ლე­სო­ბა ეგუ­ე­ბა იმას, რაც მან დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მი­ი­ღო.

ადაპ­ტა­ცი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა, რაც მას პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ფის­ქი­ატ­რებ­მა და­უს­ვეს, თა­ვის თავ­ში გუ­ლის­ხმობს თვით­და­ზი­ა­ნე­ბას სუ­ი­ცი­და­ლუ­რი ქცე­ვის თვალ­საზ­რი­სი­თაც კი, თუ ამას მი­მარ­თავს, ამ და­ა­ვა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­მარ­თავს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს მისი ეს სიმპტო­მი, მათ შო­რის, ანო­რექ­სი­აც. როცა მი­მარ­თავ­და, ამას სა­ხე­ლი და­არ­ქვა – შიმ­ში­ლო­ბა და ასე აკე­თებ­და. ახლა მან შიმ­ში­ლო­ბა არ გა­მო­ა­ცხა­და, ახლა უბ­რა­ლოდ, ეს ქცე­ვაც მისი ამ და­ა­ვა­დე­ბის ნა­წი­ლია“, – გა­ნა­ცხა­და წუ­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა, სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა, ექი­მი პა­სუ­ხობს, რომ მას მისი დი­აგ­ნო­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­რე­მოს შეც­ვლა სჭირ­დე­ბა.

“ეს თემა ჩემ­თვის ცოტა ძნე­ლი სა­პა­სუ­ხოა. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ იმ გა­რე­მო­ში არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, სა­დაც არის. სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა თუ იმას გუ­ლის­ხმობს, რომ გა­რე­მოს შეც­ვლა სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­ში, ჰო, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­რე­მოს შეც­ვლა, გა­რე­მოს შეც­ვლა არის მის­თვის მკურ­ნა­ლო­ბა“, – გა­ნა­ცხა­და წუ­ლა­ძემ.

ambebi.ge

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,028 ნახვა
%d bloggers like this: