პოლიტიკა

მაია ბითაძე – საქართველო თანამონაწილეა ყველა სერთაშორისო პროცესისა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური სანქციების ნაწილში მიმდინარეობს

Nusagi

„საქართველოსნაირი პატარა ქვენისთვის, რომელიც ძალიან მძიმე გეოგრაფიულ მოცემულობაში იმყოფება, ტერიტორიის 20% ოკუპირებული გვაქვს, აქვე დგას რუსის ჯარი, ჩვენი მოსახლეობა მუდმივ ტერორში იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გვყავს უამრავი შიდა დევნილი, ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას დააბრალო, რომ არ უერთდება სანქციებს, პოლიტიკური საქციები ამ შემთხვევაში არის ჩვენი ყველაზე დიდი ძალა.

ჩვენ რომ პოლიტიკურ სანქციებს არ შევერთებოდით, ვინ გამოგვიგზავნიდა და შეგვავსებინებდა კითხვარს ან მადლობას ვინ გადაგვიხდიდა ამისთვის“ – განაცხადა უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ტვ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, საქართველო არის თანამონაწილე ყველა იმ სერთაშორისო პროცესისა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური სანქციების ნაწილში მიმდინარეობს. „გავიხსენოთ საქართველოს ხელისუფლება რას აკეთებს და რა გააკეთა.

„გარდა იმისა, რომ თითქმის 50 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი გვყავს, საქართველო თანამონაწილეა ყველა იმ სერთაშორისო პროცესისა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური სანქციების ნაწილში მიმდინარეობს, მათ შორის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში სარჩელის შეტანით დაწყებული, ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვით დამთავსებული. მე იმედი მაქვს, რომ ეს ომი მალე დასრულდება უკრაინის გამარჯვებით, ეს ნიშნავს პლანეტის გამარჯვებას, ამისთვის იღწვის „ქართული ოცნება“ და ამიტომ არის თანასპონსორი ყველა პოლიტიკური სანქციისა, რომელიც დღემდე გატარებულა რუსეთის მიმართ“ – განაცხადა მაია ბითაძემ.

მაია ბითაძე მოუწოდებს ოპოზიციას, კარგად დაფიქრდნენ, ამ ფუჭი საუბრებით და დადგმული სცენარით თავისი შვილების მომავალს არყევენ.

„მე კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, მათი ოჯახის წევრებს, კარგად დაფიქრდნენ, ამ ფუჭი საუბრებით და დადგმული სცენარით ისინი მხოლოდ და მხიოლოდ თავისი შვილების მომავალს არყევენ. ჩვენი მთავარი მიზანია, ამ რთულ სიტუაციაში ძალიან ფრთხილად გავიაროთ იმისთვის, რომ დავიტოვოთ პერსპექტივა, ოდესღაც დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ მყარი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებით, რომელიც ჩვენ მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას, მეტ ენერგოდამოუკიდებლობას მოგვიტანს. ჩვენ არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობაზე გვაქვს პრეტენზია, იქ არის ევროგაერთიანების მეორე ნაწილი, რომელიც ენერგოდამოუკიდებლობის ძალიან დიდ პერსპექტივებს გვიჩენს, ასე რომ ძალიან საფრთხილოა, რომ ჩვენ ჩვენი მომავალი ამ შეთხზული პოლიტიკური სპეკულაციებით და ტურბულენტობით არ გავაფუჭოთ“ – განაცხადა მაია ბითაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,062 ნახვა
%d bloggers like this: