პოლიტიკა

მაია ბითაძე – სრული აბსურდია, რომ საქართველოს ვიღაც იყენებს ტრანზიტულად სანქცირებული ტვირთების გადასაზიდად

Nusagi

სრული აბსურდია, რომ საქართველოს ვიღაც იყენებს ტრანზიტულად სანქცირებული ტვირთების გადასაზიდად. შეიძლება მე ვინმეს დავაბრალო რაღაც, მოვიგონო, მაგრამ მე მეკისრება ტვირთი, ეს დავასაბუთო. ერთი შემთხვევა დადონ, ღია და გამჭვირვალეა ყველა პროცესი, მათ შორის საერთაშორისო გადაზიდვები – განაცხადა უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ტვ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში.

მისი თქმით, ეს კონტროლდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებით.

„როგორ გონიათ ოპონენტებს, საქართველოს მოსახლეობა იმდენად უგნურია, რომ სატელევიზიო გადაცემებიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა? საერთაშორისო დაზვერვა და საერთაშორისო ინსტრუმენტები აკონტროლებენ ტრანზიტს სახელმწიფოებს შორის, აქ ხომ აბსურდზეა საუბარი, საქართველოში დღესაც გამართულად ფუნქიონირებს ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი და იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა რომ რაღაც მსგავსი ხდება, მომენტარულად პასუხს მოთხოვენ საქართველოს“ – განაცხადა მაია ბითაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,195 ნახვა
%d bloggers like this: