პოლიტიკა

კახა კალაძე: უკრაინაში წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, ჩემი თხოვნაა, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა ვინმე პოდოლიაკი

Nusagi

ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არიან სამარცხვინოები და ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის იმ განცხადებას უპასუხა, სადაც ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, რომელსაც საქართველოს მმართველ გუნდზე გავლენები აქვს.

კალაძის თქმით, პოდოლიაკის ეს განცხადება სამარცხვინოა.

„ჩვენ არა ერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია და ჩემი თხოვნა იქნება, ძალიან მარტივად, ჩაეძიოთ და მოიძიოთ, ვინ არის პოდოლიაკი. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. მე უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, იქ ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არიან სამარცხვინო. ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა ვინმე პოდოლიაკი,“ – განაცხადა კახა კალაძ

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,774 ნახვა
%d bloggers like this: