უცხოური მედია

ანტონ გერაშჩენკო: რუსებს ქარხნის ტერიტორიაზე მიწისქვეშა გვირაბები „აზოვსტალის“ ყოფილმა თანამშრომელმა აჩვენა

Nusagi

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, რუს სამხედროებს „აზოვსტალის“ ქარხანაში შესასვლელი საიდუმლო გვირაბების შესახებ ინფორმაცია ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.

„რუსმა ნაძირლებმა ქარხნის თანამშრომლებს შორის მოღალატე იპოვეს. ელექტრიკოსი, რომელმაც მათ მიწისქვეშა გვირაბები აჩვენა. მოღალატეებისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, გუშინ რუსებმა ამ გვირაბზე შტურმი დაიწყეს“, – განაცხადა გერაშჩენკომ.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსი სამხედროები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,153 ნახვა
%d bloggers like this: