საზოგადოება

ასთმიანი დექსამეტაზონს ვითხოვდი, ექიმის ნაცვლად, აბანოში გავყავდით და სიკვდილამდე გვცემდნენ

Nusagi

სახალხო დამცველის ექსპერტების განცხადებას, რომ სააკაშვილს ციხის გარემოსთან შეუთავსებლობა აქვს, დეპრესიაშია და მხოლოდ გარემოს გამოცვლა უშველის, გლდანის ციხის ყოფილი პატიმარი ეხმიანება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ ციხეში იხდიდა სასჯელს.

„უკვე ძალიან ნერვებს იქით ვარ. როცა ჩვენ (19 წლის ვიყავი) ექიმი გვჭირდებოდა ციხეში, (თვალწინ მიდგას ასთმიანი დექსამეტაზონს როგორ ვითხოვდი) ექიმის ნაცვლად, აბანოში გავყავდით, ტანსაცმელს გხვდიდნენ და სიკვდილამდე გვცემდნენ, არაფრის გამო. მაღალი თანამდებობის პირები, პირადად შემოდიოდნენ მეგობრებთან ერთად და ჩვენი წამებით ერთობოდნენ.

და ეს არასდროს დამავიწყდება და სენტიმენტები უნდა გამიჩნდეს ვიღაც -ვიღაცეების გულის წასვლებზე? ძალიან ვწუხვარ, რომ ისეთ ციხეში არ ზის, როგორშიც ჩვენ გვამყოფა. ეს რა ციხეა, ფბ-ზე სტატუსებს წერს ტიპი ციხიდან. როცა მკვდარი ბიჭები ისე გაჰქონდათ, გვამებს ოჯახს არ აძლევდნენ და ამას ვხედავდი 19 წლის ასაკში.

უკვე ყელშია ეს მარაზმი. ხმა ამოიღეთ და დამიდასტურეთ ვინც იყავით იმ დროს გლდანის ციხეში.“,-წერს მიშო დადიანი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,166 ნახვა
%d bloggers like this: