„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, ბუბა კიკაბიძე პარლამენტში მივიდა, გადაიღო ფოტო იმისთვის, რომ დამზადდეს მისთვის დეპუტატის საშვი და ხმის მიცემის ბარათი.
კიკაბიძე არცერთ პლენარულ სხდომას არ დასწრებია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაკეთებულა, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კიკაბიძის პარლამენტში მისვლა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად სჭირდება.
რომან გოცირიძე აცხადებდა, რომ კომისიის შესაქმნელად პარტიას მხოლოდ ერთი ხმა აკლია.
Facebook Comments Box