საზოგადოება

თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე სკვერი ეწყობა

Nusagi

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნინო ჟვანიას N28-ის მიმდებარედ 1 500 კვ. მ. ფართობზე სკვერს აწყობს, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება ბავშვთა გასართობი, თანამედროვე ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, საფეხმავლო ბილიკები. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაიგება რულონური ბალახი. ასევე, დამონტაჟდება LED განათების სისტემა და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინვენტარი.

რეკრეაციული სივრცე მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ აბაშიძემ გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს.

„მთაწმინდის რაიონს კიდევ ერთი მაგარი სკვერი შეემატება. ეს ტერიტორია სრულად მოუწესრიგებელი და დაბინძურებული იყო. მოსახლეობის ჩართულობით მიმდინარეობს სამუშაოები და მიხარია, რომ ყველა ასაკის ადამიანი შეძლებს ამ სივრცით სარგებლობას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სკვერის მოწყობის სამუშაოები ივნისის დასაწყისში დასრულდება.

პროექტისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 630 000 ლარია გათვალისწინებული.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,287 ნახვა
%d bloggers like this: