პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ სრულიად სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ, ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას

Nusagi

„პირადად მოვახსენებ მადლობას ჩვენი დღევანდელი ღონისძიების მასპინძელ პრემიერ-მინისტრებს მორავიეცკისა და ანდერსონს, ასევე ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პატივცემულ პრეზიდენტებს. თქვენ ხართ საქართველოს ერთგული პარტნიორები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „უკრაინისთვის“ ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ომმა უკრაინაში გამოიწვია მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისგან დაუყოვნებლივ მოქმედებას ითხოვს.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მკაფიოდ და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. უკრაინაში ომის შედეგები განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურას და საფუძველს უყრის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ჩვენს რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ.

ომმა უკრაინაში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია რეგიონში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას. ჩემი მთავრობა უპირობო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი რესურსის მობილიზაცია ამ დამანგრეველი ომის შედეგების შესამსუბუქებლად. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

საქართველომ უკვე გამოყო 7 მილიონი აშშ დოლარი და ჩვენ ვაგრძელებთ ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას. საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში გაიგზავნა 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი. ჩემი მთავრობა დახმარებას უწევს დევნილებს უკრაინიდან, რა მიზნითაც უკრაინის მოქალაქეთათვის უზრუნველვყოფთ დაბინავებას, აუცილებელ პროდუქტებს, ტანსაცმელს, საკვებს, სამედიცინო დახმარებას, ასევე სკოლებისა და ბაღების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მოძმე ერის დახმარებას, რისთვისაც 2022 წლის ბოლომდე დამატებით გამოვყოფთ კიდევ 7 მილიონ აშშ დოლარს.

გარდა ამისა, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები ასევე სთავაზობენ უკრაინის მოქალაქეებს დაბინავებას, საკვებს, ტანსაცმელს და სხვა სახის დახმარებას. უკრაინის ეროვნული ფოსტის თანახმად, საქართველო პირველ ადგილზეა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელ 191 ქვეყანას შორის.

კვლავ დავძენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთობა უკრაინის აქტიური დახმარების მიმართებით გადაუდებელი და აუცილებლია საკითხია. უკრაინელ ხალხს მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ!“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,310 ნახვა
%d bloggers like this: