პოლიტიკა

როდესაც აშშ-ის ელჩი ამბობს „თვალყურს ვადევნებთ და ომბუდსმენის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ“, ეს არის სიგნალი ხელისუფლების მიმართ – ეკა ხერხეულიძე 

Nusagi

„როდესაც ხაზგასმით ამბობს ამერიკის ელჩი, რომ „თვალყურს ვადევნებთ და გაითვალისწინეთ სახალხო დამცველის რეკომენდაციები“, რა თქმა უნდა, ეს სიგნალია, რომ ხელისუფლება ვალდებულია რეაქცია ჰქონდეს და იმოქმედოს დროულად იმისთვის, რომ სიტუაცია მძიმე შედეგებამდე არ მივიდეს,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

ხერხეულიძის თქმით,  ომბუდსმენის მასალა სანდო აღმოჩნდა აშშ-ის ელჩისთვის, დასავლელი პარტნიორებისთვის და ყველასთვის. 

ხერხეულიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ყველა ელჩი და ქვეყანა არის ინფორმირებული. 

„ის მასალა, რომელიც სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა კვალიფიციური ექიმების ჩატარებულ სამუშაოზე დაყრდნობით, სანდო აღმოჩნდა  ამერიკის საელჩოსთვისაც, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც და რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ ვაცნობეთ მათ ამის შესახებ. სათითაოდ ყველა საელჩო ჩართული იყო ამ პროცესში. დეტალურად არის ინფორმირებული ყველა ელჩი, ყველა ჩვენი პარტნიორი, ყველა ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ და ქრონოლოგიურად ეცნობიან ისინი მდგომარეობას რა ინფორმაციას ჩვენ სანდო წყაროზე დაყრდნობით გვაქვს. 

როდესაც აშშ-ის ელჩი სახალხო დამცველთან მიმართებით ამბობს, რომ ეს ეჭვს არ იწვევს, რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას რომ სწორ გზაზე ვართ და ამ მძიმე პროცესს დასასრული ექნება. 

 აშშ არ გახლავთ ერთადერთი ამ განცხადებაში, ამ დღეების განმავლობაში მოისმენთ ისეთ ხმამაღალ განცხადებებს, რომელიც ასევე ძალიან საგულისხმო და მნიშვნელოვანი იქნება. როდესაც ხაზგასმით ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პატიმარი ეს არ არის უბრალოდ სიტყვებისგან შემდგარი წინადადება, ამას აქვს თავისი შინაარსი, დინამიკა და ბოლოს და ბოლოს პუტინისგან რამდენჯერმე დადასტურებული მუქარა, რომ ამას ის გააკეთებს და უფრო მძიმე ფორმებითაც კი“, – აცხადებს ეკა ხერხეულიძე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,070 ნახვა
%d bloggers like this: