პოლიტიკა

„საქართველო რუსეთს ომს ვერასდროს მოუგებს“ – სალომე ზურაბიშვილი

Nusagi

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს ომს ვერასდროს მოუგებს. მისი თქმით, ახლა საჭიროა, სწრაფი გაწევრიანება როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში, რადგან სწორედ ამას შეუძლია საქართველოს უსაფრთხოების დაცვა.

„ჩვენ გვჭირდება თავდაცვითი იარაღი. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ბევრი სამხედრო წვრთნა, მათ შორის ნატოს სწავლებები სულ რაღაც ერთი თვის წინ და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის აზრით, საქართველო ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა. ამიტომ, ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გაწევრიანება როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში, რადგან სწორედ ამაში ვხედავთ ჩვენი უსაფრთხოების დაცვას. საქართველო რუსეთს ომს ვერასოდეს მოუგებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუს დროს წამყვანმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ ქართველი ხალხი სოლიდარულია, თუმცა არსებობს უკმაყოფილების შეგრძნება, რომ მთავრობა არ აკეთებს საკმარისს უკრაინის მხარდასაჭერად, რაზედაც ზურაბიშვილმა უპასუხა:

„უკრაინის მთავრობა სულ უფრო მეტს ითხოვს პარტნიორებისგან, არა მხოლოდ საქართველოსგან. მათ სხვებისთვისაც გაიმეტეს მკაცრი სიტყვები, მაგალითად აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს უთხრეს, ნუ ჩამოგვიტანთ შოკოლადს, ჩამოგვიტანეთ იარაღიო. ისინი ისურვებდნენ საქართველოსგან შეიარაღების მიღებას, საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნას, ეს ყველაფერი შეუძლებელია.

ვფიქრობ, მთავრობა უფრო რეალისტურია, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ ეტაპზე. გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, რომელთაგანაც ერთი ახლა საუბრობს რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმზე. ასე რომ, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან არ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა და არავინ იქნება მზად, მხარი დაუჭიროს საქართველოს იმავე გზით, მაგრამ ეს არანაირად ცვლის სოლიდარობის დონეს, რომელიც გაგვაჩნია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,144 ნახვა
%d bloggers like this: