საზოგადოება

„აზოვის“ მებრძოლები თუ გადარჩებიან, უკრაინის ხელისუფლება აგებს პასუხს იმ დამოკიდებულებისთვის, რაც მათ მებრძოლი ბიჭების მიმართ აქვთ

Nusagi

არესტოვიჩის შესახებ მე გეტყვით ერთ ჩემს მოსაზრებას და მეტად აღარ ვაპირებ ამ ადამიანზე საუბარს, სანამ სასამართლოზე არ მოხდება მისი საკითხების განხილვა,-ამის შესახებ ხათუნა ხოფერიამ „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ადამიანს დღეს მარიუპოლში მებრძოლი „აზოვის“ ბატალიონის მებრძოლები უპირისპირდებიან.

„მე ბევრი მაქვს წაკითხული მსოფლიოში მიმდინარე ომებზე. და ისეთი არაჰუმანური და არაადამიანური განცხადება, რაც არესტოვიჩმა გააკეთა, მე არსად მომისმენია. მან თქვა: „ ჩვენ ვიცოდით, როდის იწყებოდა ომი, ვიცოდით თარიღი, შეგვეძლო გაგვეკეთებინა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია- ბავშვების, ქალების, მოხუცების. მაგრამ ეს არ გავაკეთეთ, რადგან ვერ შევძლებდით ტანკების გადაადგილებას.“ ეს არის არესტოვიჩის განცხადება. ანუ მან თქვა, რომ ზელენსკის ხელისუფლებამ ადამიანებს არ მისცა უზენაესი უფლება-სიცოცხლის უფლება. გზები არ გაუხსნეს, ხალხი არ გადაარჩინეს იმის გამო, რომ ტანკებს შეუფერხებლად გაევლოთ. აი ეს არის არესტოვიჩი.

არესტოვიჩი არის ის ადამიანი, რომელსაც ბახვა ჩიქობავას ჩამოყალიბებული აზოვი უპირიპისრდება. ზელენსკისაც უპირისპირდება. ამ ადამიანების დამოკიდებულება არის ასეთი- თუ გადარჩებიან, ხელისუფლება აგებს პასუხს იმ დამოკიდებულებისთვის, რაც მათ მებრძოლი ბიჭების მიმართ აქვთ. ერთ მაგალითს გეტყვით- უცხოელი ჟურნალისტი ეკითხება ზელენსკის, რას გვეტყვით აზოვის ბატალიონზე. ზელენსკი პასუხობს: „ისინი არიან ისეთები, როგორებიც არიან“. და ამით დაამთავრა. არცერთი სიტყვა მათ დასაცავად“,-განაცხადა ხოფერიამ.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება არაფერს აკეთებს „აზოვის“ მებრძოლთა დასახმარებლად.

„ორი დღის წინ ვიდეო გაავრცელა აზოვის პოლკის 29 წლის მეთაურმა, ძალიან სიმპათიურმა ბიჭმა.. და მე ვიხმარ რუსულ სიტყვას- ეს იყო „სმერტნიკი“, რომელიც მიმართავდა ხელისუფლებას. მისი სიტყვები იყო სიკვდილის წინ წარმოთქმული“,-აცხადებს ხათუნა ხოფერია. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,438 ნახვა
%d bloggers like this: