ჯანდაცვა

ამირან გამყრელიძე: რა თქმა უნდა, თანხების ხარჯვაც უნდა იყოს შესწავლილი და თუ სადმე გადაცდომაა, რეაქციაც უნდა იყოს

Nusagi

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, კოვიდის მართვისას თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, სამედიცინო საზოგადოება ყოველთვის წინა ფრონტზე იდგა, „გადაცდომა, ან შეცდომა კი ყოველთვის შეიძლება იყოს“.

„შეიძლება ბატონ ზურაბს ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს, ის ჯანდაცვის მინისტრია. მე კოვიდთან დაკავშირებულ ყველა გამოსვლას მადლობით ვიწყებ სამედიცინო საზოგადოების მიმართ. სამედიცინო საზოგადოება ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საზოგადოებაა. ვამაყობ, რომ ამ საზოგადოების წევრი ვარ. სამედიცინო საზოგადოება ყოველთვის წინა ფრონტზე იდგა. მას მადლობა ეკუთვნის. რა თქმა უნდა, შეცდომა, გადაცდომა, თუ რაღაც სხვა, ყოველთვის შეიძლება იყოს, მაგრამ 2 წელია დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. ჩვენ ექიმებს და საზოგადოებას მადლობა უნდა ვუთხრათ. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა იყოს შესწავლილი, რაც ამ 2 წლის განმავლობაში ხდებოდა, თუ სადმე გადაცდომა იყო, რეაქციაც უნდა იყოს“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,175,973 ნახვა
%d bloggers like this: