ეს “ქალბატონი” გახლავთ პედაგოგი და მუშაობს (როგორც თავად წერს) პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში!
არის დედა და ბებია!!!
ოეეეე!!! საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტიში გძინავთ?
ეს ვინ გყავთ გვერდით?…
ეს არსება საერთოდ საზოგადოებას როგორ უნდა გააკარო?… – წერს ფეისბუქზე მხატვარი ბესიკ დუღაშვილი.
ცნობისთვის, განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ზოგადი განათლების ექსპერტი, ელისაბედ ბადაშვილი სოცქსელში წერს:
„220 ბავშვი გარდაიცვალა და ორი ამდენი დაიჭრა, რამდენს ამოუტირებული აქვს ხელი ან ფეხი არ ვიცი, ომში რომელსაც უკრაინა მარტო აწარმოებს ჩვენი და მთელი ცივილიზებული სამყაროს მტრის – რუსეთის წინააღმდეგ! გაიაზრეთ რა ხდება უკრაინაში როდესაც მათი გამონათქვამების კრიტიკას იწყებთ და მიზერული დახმარების დაყვედრებას, სრულ ჭკუაზე როგორ არიან საკვირველია! ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება! დადექით სწორ მხარეს! ახლა ნეიტრალიტეტი და რუსეთუმეობა – ქვეყნის ღალატია! იმედია ჩვენთვის რომ ეთქვა რუსეთს – დათმე ენა, განიარაღდი, მონად დამიდექი, არ გაბედო და არ განვითარდე, რუსული მეორე სახელმწიფო ენად გამოაცხადე… არც ჩვენ დავთანხმდებიდით და წინააღმდეგობას გავუწევდით!“