ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, პესტიციდებით ოჯახის 3 წევრი მოიწამლა. ინფორმაციას mozaikanews ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ისინი ინტოქსიკაციის სიმპტომებით, ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს.
„ეს პიროვნებები პესტიციდებით იყვნენ მოწამლულები. როგორც შემდეგ გაირკვა, ოჯახის ერთ-ერთ წევრს საჭმელში მარილის მაგივრად შემთხვევით პესტიციდი ჩაუყრია”, – განმარტავს ექიმი.
ამავე ინფორმაციით, მედიკოსებმა მოწამლულების მდგომარეობა დაასტაბილურეს.
Facebook Comments Box